ჩინეთმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე 25%-ამდე ტარიფები დააწესა მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ტრამპმა მარტში ალუმინისა და ფოლადის იმპორტებზე ტარიფები გაზარდა.
ტარიფები, რომელიც ორშაბათს ამოქმედდება, დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის იმპორტებს შეეხება.
პეკინმა განაცხადა, რომ მისი აღნიშნული ნაბიჯი „ჩინეთის ინტერესების და ბალანსის დანაკარგების დაცვაა“, რაც შეერთებული შტატების მიერ დაწესებულმა ტარიფებმა განაპირობა.
მარტში ჩინეთმა „გადამჭრელი პასუხის“ გაცემის პირობა დადო, თუკი აშშ სავაჭრო ომს დაიწყებდა.
„ჩინეთს არ სურს სავაჭრო ომებში მონაწილეობა, მაგრამ თუკი ვინმე გვაიძულებს ამგვარ „ომებში“ მონაწილეობას, ჩვენ არ შევშინდებით და არ დავიმალებით, და თუკი აშშ განახორციელებს ქმედებებს, რომელიც დააზიანებს ჩვენ ინტერესებს, ჩვენ ყოველმიზეზგარეშე მივიღებთ გადამწყვეტ საპასუხო ზომებს, რომ სრულად დავიცვათ ჩვენი კანონიერი უფლებები და ინტერესები“, განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუა ჩინინმა 21 მარტს.
ტრამპი კი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ „სავაჭრო ომები კარგია“ და შეერთებული შტატებისთვის ამ ომებში გამარჯვება „ადვილი“ იქნებოდა.
22 მარტს შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ იგი გეგმავდა 60 მილიარდი აშშ დოლარის ჩინურ იმპორტზე გადასახადების დაწესებას და ჩინური ინვესტიციის შეერთებულ შტატებში შეზღუდვას, რაც წლების განმავლობაში სავარაუდო ინტელექტუალური საკუთრების ქურდობისთვის სამაგიეროს გადახდა იქნებოდა.
როგორც BBC-ის ქრის ბაკლერი იუწყება ვაშინგტონოდან, ამერიკის ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა გეგმები, რომლის მიხედვითაც ახალი სატარიფო პოლიტიკა დამატებით ათეულობით მილიარდი აშშ დოლარის ჩინურ იმპორტს შეეხება.

ჩინეთის მხრიდან კი აშშ-ის ალუმინსა და გაყინულ ღორის ხორცზე დამატებით 25%-იანი ტარიფი დაწესდება, ხოლო ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ახალი ხილი, თხილი, ჟენშენი და ღვინო, 15%-იანი ზრდა იქნება, იტყობინება BBC.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.