ჩინეთმა „გადამჭრელი პასუხის“ გაცემის პირობა დადო, თუკი აშშ სავაჭრო ომს დაიწყებს
21-03-2018, 14:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთს არ სურს სავაჭრო ომებში მონაწილეობა, მაგრამ მზად არის დაიცვას თავისი ინტერესები ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონფრონტაციაში, განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუა ჩინინმა.

 


მისი თქმით, ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ეთმობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ზოგიერთ ქვეყანასთან ვაჭრობის სფეროში არსებულ უთანხმოებას. მან აღნიშნა, რომ პეკინმა არაერთხელ გამოხატა „მკაფიო პოზიცია ამ საკითხზე“.

 


„ჩინეთს არ სურს სავაჭრო ომებში მონაწილეობა, მაგრამ თუკი ვინმე გვაიძულებს ამგვარ „ომებში“ მონაწილეობას, ჩვენ არ შევშინდებით და არ დავიმალებით, და თუკი აშშ განახორციელებს ქმედებებს, რომელიც დააზიანებს ჩვენ ინტერესებს, ჩვენ ყოველმიზეზგარეშე მივიღებთ გადამწყვეტ საპასუხო ზომებს, რომ სრულად დავიცვათ ჩვენი კანონიერი უფლებები და ინტერესები“, აღნიშნა დიპლომატმა, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 

 

მან დაამატა, რომ აშშ-ის და ჩინეთის 40-წლიანმა თანამშრომლობამ ხელი შეუწყო მსხვილი ბაზრისა და დიდი ოდენობის სამუშაო ადგილების შექმნას.

 

 

„აშშ-ს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობით მოგება რომ არ მიეღო, მაშინ ამერიკასა და ჩინეთს შორის ვაჭრობა ვერ მიაღწევდა ასეთ სწრაფ ზრდას“, განაცხადა ხუა ჩუნინმა.

 


მისი სიტყვებით, ქვეყნებმა „უნდა გაუხსნან ერთმანეთს თავიანთი ბაზრები, გააფართოვონ თანამშრომლობა, ნაცვლად იმისა, რომ აწარმოონ სავაჭრო ომები ან აიძულონ ვინმე, გაყიდონ ან იყიდონ რაიმე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი