საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილის დანიშვნიდან მეორე სამუშაო დღესვე თანამდებობა დატოვა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ, რომლის მიმართაც ოპოზიციის მხრიდან არაერთმა კორუფციულმა ბრალდებამ გაიჟღერა.
GUARDIAN.GE უწყებაში მოსალოდნელ შემდგომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორს, გიორგი შუხოშვილს დაუკავშირდა, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული უკვე მე-6 მინისტრის მოსვლის შემდეგაც „არსად წასვლას არ აპირებს“ და მის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, როგორც წესი და რიგია. აღნიშნულ საკითხზე მინისტრთან კონსულტაცია არ ყოფილა“, განუცხადა GUARDIAN.GE-ს შუხოშვილმა.
შეკითხვაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობს საავტომობილო გზების დეპარტამენტში არსებულ სავარაუდო კორუფციაზე, გიორგი შუხოშვილი პასუხობს:
„ამასთან დაკავშირებით მე საერთოდ არ მაქვს ინფორმაცია და ვერ გავაკეთებ ვერანაირ განცხადებას. ჩვენ ვიცით ჩვენი საქმის, ვმუშაობთ, ვშრომობთ. სხვას მე ვერაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ არ ვიცი არაფერი“, განაცხადა „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.