ტრამპმა გააფრთხილა ასადის რეჟიმი, რომ ვაშინგტონი „სრულად არის მზად სამხედრო იერიშების“ სირიაზე კვლავ მისატანად, თუკი დამასკო ახალ ქიმიურ თავდასხმებს განახორციელებს
15-04-2018, 08:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა სირიის მთავრობა, რომ ვაშინგტონი „სრულად არის მზად სამხედრო იერიშების“ კვლავ მისატანად თუკი დამასკო ახალ ქიმიურ თავდასხმებს განახორციელებს.

 


ტრამპმა სირია მას შემდეგ გააფრთხილა, რაც შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სამ სირიულ სამიზნეზე მიიტანეს საჰაერო დარტყმები, რაც ერთი კვირის წინ ქალაქ დუმაში მომაკვდინებელი ქიმიური თავდასხმის პასუხი იყო.

 


სირია უარყოფს ქიმიური იარაღის რაიმე ფორმით გამოყენებას და აცხადებს, რომ თავდასხმა ამბოხებულების მიერ იყო სიმულირებული.

 


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ, რუსეთის მიერ შედგენილ რეზოლუციის პროექტს, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით სირიაზე განხორციელებულ დარტყმებს გმობდა, შაბათს ხმათა უმრავლესობით უთხრა უარი.

 


როგორც BBC წერს, დარტყმების ტალღა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან იერიშს დასავლური სახელმწიფოების მხრიდან პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წინააღმდეგ 7 წლის განმავლობაში სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის პერიოდში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი