გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთს ხმათა უმრავლესობით უთხრა უარი სირიასთან დაკავშირებით მისი რეზოლუციის მიღებაზე
14-04-2018, 22:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ, ხმათა უმრავლესობით, რუსული რეზოლუცია სირიასთან დაკავშირებით, არ მიიღო.

 


კენჭისყრა, რუსეთის ინიციატივით გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაიმართა მას შემდეგ რაც გასულ ღამეს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაზე დარტყმები განახორციელეს. რუსეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა თავად რუსეთის ფედერაციამ, ჩინეთმა და ბოლივიამ. 8 ქვეყანა მის წინააღმდეგ გამოვიდა, კიდევ ოთხი ქვეყნის დელეგაციამ კი კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

 

 

რუსეთმა შაბათს რეზოლუციის პროექტი გაავრცელა, რომლითაც დაგმო „აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან სირიაზე განხორციელებული აგრესია“. რეზოლუციის პროექტი ასევე ითხოვს „ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისაგან დაუყოვნებლივ იქნეს შეწყვეტილი აგრესია სირიასთან დაკავშირებით და ასევე შეჩერდეს ძალის შემდგომი გამოყენება“, რაც რუსეთის აზრით, „გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით“ ხდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი