სომხეთის პრემიერ მინისტრმა ოპოზიციის ლიდერთან, ნიკოლ პაშინიანთან უშედეგო დიალოგის შემდეგ მოლაპარაკებები შეწყვიტა
22-04-2018, 11:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სომხეთის პრემიერ მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა, ოპოზიციის ლიდერთან, ნიკოლ პაშინიანთან, რომელიც მის გადადგომას მოითხოვს, ხანმოკლე, უშედეგო დიალოგის შემდეგ მოლაპარაკებები დატოვა, იტყობინება „რია ნოვოსტი“.

 

 

შეხვედრის დაწყების წინ სარგსიანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჟურნალისტების თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს. პაშინიანმა უპასუხა, რომ განხილვის თემა მხოლოდ მისი გადადგომა იქნებოდა.

 


„თუკი ამგვარი ტონით ისაუბრებთ, მაშინ მე მრჩება მხოლოდ ის შესაძლებლობა, რომ გირჩიოთ დაუბრუნდეთ სამართლებრივ სივრცეს და ლოგიკურ მოქმედებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, აირჩიეთ“, განაცხადა სარგსიანმა.

 


პაშინიანმა აღნიშნა, რომ არავის აქვს უფლება მათთან მუქარის ენით ისაუბროს. მან დაამატა, რომ სახელმწიფოს მეთაურს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა არ ესმის. ოპოზიციის ლიდერის თქმით, ძალაუფლება „ხალხის ხელშია გადასული“.

 


„ფრაქციას, რომელმაც 7-8 პროცენტი აქვს მიღებული, არ აქვს უფლება ხალხის სახელით ისაუბროს. და მე უკვე აღარა მაქვს თქვენთან საუბრის სურვილი“, თქვა სარგსიანმა, რომელმაც ჟურნალისტებს შესთავაზა, თავად გამოეტანათ დასკვნები.

 


მან მომხდარს შანტაჟი და ულტიმატუმი უწოდა, რის შემდეგაც უეცრად წამოდგა და დატოვა შეხვედრის დარბაზი.

 

 

სომხეთის ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების ორგანიზატორი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების შემდეგ ქვეყნის სათავეში პრემიერ მინისტრის რანგში დარჩენილ და მანამდე პრეზიდენტად ორი ვადით მყოფ სერჟ სარგსიანს გადადგომისაკენ მოუწოდებს, სარგსიანთან შეხვედრამდეც აცხადებდა, რომ იგი ახლადარჩეულ პრემიერ მინისტრთან მხოლოდ მისი გადადგომისა და ძალაუფლების გადაცემის საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის იყო მზად.

 


შაბათს, მან დედაქალაქ ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ათასობით დემონსტრანტს უთხრა, რომ სარგსიანს არ ესმის სომხეთში შექმნილი ახალი რეალობა. პრემიერ მინისტრი კი ოპოზიციას დიალოგისაკენ მოუწოდებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული „შეუქცევადი პროცესები“.

 


როგორც BBC ერევნიდან იტყობინება, ბევრ სომეხს სურს ნამდვილი ცვლილება თავიანთ ქვეყანაში, მაგრამ ისინი მიიჩნევენ, რომ ამ შესაძლებლობის განხორციელება შეზღუდულია, რადგან სომხეთის სათავეში ძველი ხელმძღვანელობა რჩება.

 

 

 


უკვე რამდენიმე დღეა, რაც სომხეთში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო გამოსვლების გამო, ერევნის ქუჩებში პოლიციის დიდი ძალაა მობილიზებული და დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლის შემდეგ არაერთი პროტესტანტი დააკავეს.

 


რა მოხდა შაბათს?

 


პაშინიანი განცხადება, რომ იგი მოლაპარაკებებს გამართავდა პრემიერ მინისტრთან, პროცესებში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის დრამატულ ჩარევას მოჰყვა. სარქისიანი, რომელიც სერჟ სარგსიანთან არ არის დაკავშირებული, პროტესტანტების ჯგუფში შევიდა, პაშინიანთან მივიდა, ხელი ჩამოართვა და გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

 

 

(ცენტრში - სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი მიემართება ოპოზიციის ლიდერისკენ)

 


პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. გავრცელებული ცნობებით, არმენ სარქისიანმა შესთავაზა ოპონენტებს, რომ გადაენაცვლებინათ სასტუმროში და იქ გაემართათ ჯეროვანი მოლაპარაკებები, თუმცა პაშინიანმა დაუყოვნებელი მოლაპარაკებების შეთავაზებაზე უარი განაცხადა, მაგრამ ითხოვა იმის გარანტიები, რომ დემონსტრანტების წინაააღმდეგ ძალა არ ყოფილიყო გამოყენებული, იტყობინება BBC.

 


მცველებით გარშემორტყმული პრეზიდენტი ამის შემდეგ პროტესტანტებს გაეცალა და თავისი ავტომანქანისკენ გაემართა, ხოლო შეკრებილები გაიძახოდნენ „გადადგი ნაბიჯი - მოისროლე სერჟი“.

 


რატომაა ასეთი სიბრაზე სერჟ სარგსიანის მიმართ?

 


პაშინიანმა ახლახან, სომხეთში მიმდინარე პროცესებს „ხავერდოვანი რევოლუცია“ უწოდა, რაც 1989 წელს ჩეხოსლოვაკიაში, რომელიც მოგვიანებით ორ სახელმწიფოდ -ჩეხეთად და სლოვაკეთად ჩამოყალიბდა, კომუნისტური მმართველობის დასასრულს უკავშირდება.

 


ვეტერანმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, რომელიც 2008 წელს სარგსიანის წინააღმდეგ გამოხატული მღელვარე პროტესტის გამო ციხეში იჯდა, მოუწოდა მხარდამჭერებს, მოეხდინათ „მთელი სახელმწიფო სისტემის პარალიზება“, რათა „ძალაუფლება უნდა გადაეცეს ხალხს“.

 


პრეზიდენტობის დროს, სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ მისი 5-წლიანი მეორე ვადის დასრულების შემდეგ, მას არ ჰქონდა განზრახვა, გამხდარიყო პრემიერ მინისტრი, თუმცა მან ეს პირობა დაარღვია და სამშაბათს პარლამენტის მიერ პრემიერ მინისტრად იქნა არჩეული.

 

 

 


2008 წელს, როცა სარგსიანი პირველად იქნა არჩეული პრეზიდენტად, მას არჩევნების გაყალბებაში დასდეს ბრალი და მის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, სამთავრობო ძალებთან შეხლა-შემოხლისას კი სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა.

 


სარგსიანის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ 1980-იანი წლების ბოლოს მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანთან ომის მტკიცე ვეტერანმა სომხეთი ეროვნული უსაფრთხოებით უზრუნველყო, მაგრამ ვერ შეძლო აზერბაიჯანთან და თურქეთთან მუდმივი დაძაბულობის განელება. სარგსიანის კრიტიკოსები კი მის მმართველობას საყოველთაო სიღარიბეს და რუსეთზე მეტისმეტ დამოკიდებულებას უკავშირებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი