ერევანში ოპოზიციამ არაძალადობრივი, სახალხო, „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება
17-04-2018, 15:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერევანში, სადაც სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ მინისტრის პოსტზე დამტკიცების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დეპუტატმა ნიკოლ პაშინიანმა „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება.

 


„ქვეყანაში რევოლუციური მდგომარეობა შეიქმნა და ვაცხადებ არაძალადობრივი, სახალხო, „ხავერდოვანი რევოლუციის“ შესახებ“, განაცხადა პაშინიანმა ოპოზიციის მხარდამჭერ მიტინგზე.

 


„საფრანგეთის მოედანზე“, სადაც მიტინგი დაიწყო, დაახლოებით სამი ათასი ადამიანი შეიკრიბა, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება. სააგენტოს კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილეებმა უკვე დატოვეს მოედანი და ერევნის ქუჩებში მართავენ მსვლელობას.

 


პაშინიანმა ამასთან პროკურატურისა და საკასაციო სასამართლოს შენობების ბლოკირების შესახებ გამოაცხადა - ორივე შენობა ამ დროისთვის დაკეტილია. პროტესტანტებმა წრე შემოავლეს ახალ სამთავრობო კორპუსს, სადაც რამდენიმე სამინისტროა განლაგებული.

 


ერევნის ქუჩებში სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

 


სომხეთის პარლამენტის შენობაში სპეციალური სხდომა მიმდინარეობს, სადაც სარგსიანის პრემიერ მინისტრად არჩევის საკითხი განიხილება. მისი კანდიდატურა ორმა ფრაქციამ წამოაყენა, რომელთაც 105 წევრისაგან შემდგარ პარლამენტში 65 მანდატი გააჩნიათ. მთავრობის მეთაურის ასარჩევად კი დეპუტატთა საერთო რაოდენობიდან უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო.

 

 

სერჟ სარგსიანის საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, სომხეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ხელისუფლების სადავეები პარლამენტისა და მთავრობის ხელში გადადის, ხოლო ფუნქციები რაც პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს განესაზღვრა წარმომადგენლობითია. ახალი პრეზიდენტი არმენ სარქისიანი უფლებამოსილების განხორციელებას 9 აპრილს შეუდგა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი