ფოთის მერი: ფოთში, მალთაყვის უბანში ყოფილი სასტუმროს შენობაში მცხოვრებლებთან დაკავშირებით მკვეთრი გადაწყვეტილებები, ისე რომ ვინმე უსახლკაროდ დარჩეს, არ იქნება
19-05-2018, 13:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფოთის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა კურდღელიას განცხადებით, ფოთში, მალთაყვის უბანში, ყოფილი სასტუმროს შენობაში მცხოვრებ ოჯახებს ქუჩაში უსახლკაროდ დარჩენა არ ემუქრებათ.

 

 

მალთაყვის უბანში მცხოვრებლების მიერ გამოთქმულ ვარაუდს, რომ შესაძლოა, დარჩნენ საცხოვრებლების გარეშე, რადგან შენობა, სადაც ცხოვრობენ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, გოჩა კურდღელიამ GUARDIAN.GE-სთან საუბრისასა უპასუხა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ საკითხზე მუშაობს ეკონომიკის სამინისტროსთან და არ იქნება „მკვეთრი" გადაწყვეტილებები მიღებული.

 

 

„დიახ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამაზე ეკონომიკის სამინისტროსთან. აქ არიან როგორც დევნილები, ასევე სოციალურად დაუცველიც ბევრია, სამწუხაროდ. ჩვენ გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ეკონომიკის სამინისტროსთან და მკვეთრი გადაწყვეტილებები, ისე რომ ვინმე უსახლკაროდ დარჩეს, არ იქნება. შენობა სამინისტროს ბალანსზეა, ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვმუშაობთ მათთან ერთად. მერიას, დაახლოებით, 17 პროგრამა აქვს სოციალური კუთხით და ვცდილობთ ყველა ადამიანის თხოვნა დავაკმაყოფილოთ, მაგრამ ამ ადამიანების ბინებით დაკმაყოფილების საშუალება ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს", განუცხადა GUARDIAN.GE-ს გოჩა კურდღელიამ.

 

 

ადგილობრივებს დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც შეხვდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი