ერთადერთ გამოსავალს, გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ვხედავ რომ ეს ადამიანები ივანიშვილის თამადობით მალე და ძალიან მალე უნდა გავუშვათ სახლებში, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ფოთში გააკეთა.
მელია მალთაყვის უბანში ყოფილ სასტუმროს შენობაში მცხოვრებ დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს შეხვდა. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
როგორც ისინი აცხადებენ, შენობა, სადაც ცხოვრობენ, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და არის საშიშროება, შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, უსახლკაროდ დარჩნენ.
„სამწუხაროდ, არაფერი არ განასხვავებს ფოთელებს ზუგდიდელებისგან და ზუგდიდელებს თბილისელებისგან და ქუთაისელებისგან და ა.შ. თანაბრად უბედურ დღეში არის მთელი საქართველო. ამ ქვეყანას მართავს არც მეტი და არც ნაკლები - მილიარდერი ხალხო, მილიარდერი ადამიანი 6 წლის განმავლობაში და კიდევ მდიდრდება მისი გარემოცვა", განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.