კუბამ დაადასტურა, რომ 110 ადამიანია დაღუპული ქვეყნის ყველაზე საშინელ ავიაკატასტროფაში, 1989 წლის შემდეგ
20-05-2018, 09:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კუბის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ პარასკევს ჰავანას საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენილი 1979 წელს დამზადებული „ბოინგ737“-ის ჩამოვარდნის შედეგად 113 ადამიანიდან დაღუპულია 110 და მხოლოდ სამი მოქალაქე გადაურჩა სიკვდილს.

 


1989 წლის შემდეგ ყველაზე საშინელი ავიაკატასტროფის გამო, კუბაში ორდღიანი ეროვნული გლოვაა გამოცხადებული.

 


ოფიციოზის თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ 15 ადამიანია იდენტიფიცირებული და ნაპოვნია ერთი შავი ყუთი.

 


კუბის ხელისუფლების განცხადებით, გარდაცვლილთაგან 99 მგზავრი კუბელია, სამი უცხოელი ტურისტი - ორი არგენტინელი და ერთი მექსიკელი - და ორი კუბის საჰრავის მცხოვრები.

 


ეკიპაჟის 6 წევრი კი, რომელნიც ასევე ემსხვერპლნენ ავიაკატასტროფას, მექსიკელები იყვნენ.

 


კატასტროფას სამი კუბელი ქალი გადაურჩა, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან, განაცხადა იმ საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, სადაც გადარჩენილი ქალბატონები არიან მოთავსებული.

 

 

კუბის სახელმწიფო ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი „ბოინგ 737“ ჰავანას საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს, პარასკევს, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა და აფეთქდა.

 

 

ეროვნული ავიახაზების, „Cubana de Aviacon“-ის ბოინგი შიდა რეისს ასრულებდა და ჰავანადან კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჰოლგუინში მიფრინავდა. თვითმფრინავის ფრენის პერიოდად 1 საათი და 20 წუთი იყო განსაზღვრული.  

 

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი ფერმაში ჩამოვარდა და ის ძლიერ დაზიანებული და დამწვარია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. ავიალაინერის კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით არ დასახელებულა. 

 

 

შემთხვევის ადგილას კუბის მთავრობის ოფიციალური პირები მივიდნენ, მათ შორის პრეზიდენტი მიგელ დიას კანელი.

  

 

ჰავანას საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც კუბის დედაქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 9 მილის დაშორებით მდებარეობს, ყოველწლიურად თითქმის 6 მილიონ მგზავრს იღებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი