დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი „ბოინგ 737“-ის ჩამოვარდნის შედეგად - კუბამ ორდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა
19-05-2018, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კუბამ ორდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 1980-იანი წლების მერე კუნძულზე, პარასკევს, შუადღისას, ყველაზე საშინელი ავიაკატასტროფა მოხდა. 

 

 

კუბის სახელმწიფო ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი „ბოინგ 737“ ჰავანას საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა და აფეთქდა.

 

  

სოციალურ მედიაში კუბის ელჩმა შეერთებულ შტატებში, ხოსე რამონ კაბანასმა დაწერა, რომ თვითმფრინავის ბორტზე 104 მგზავრი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით კი ბორტზე 110 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა.

 

 

კუბის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი. კუბის „კომუნისტური პარტიის“ გაზეთის, „გრანმას“ ცნობით, მხოლოდ სამი ადამიანია გადარჩენილი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, თუმცა მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

 

 

(ვიდეოს სანახავად გადადით youtube-ის ბმულზე).

 

 

მანამდე თვითმხილველებმა ადგილობრივ მედიას უთხრეს, რომ მათ სასწრაფო დახმარების ავტომანქანები იხილეს, რომელთაც სავარაუდოდ, ავიალაინერის ნამსხვრევებიდან ამოყვანილი გადარჩენილი მგზავრები გადაჰყავდათ საავადმყოფოში.

 

 

ეროვნული ავიახაზების, „Cubana de Aviacon“-ის ბოინგი შიდა რეისს ასრულებდა და ჰავანადან კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჰოლგუინში მიფრინავდა. თვითმფრინავის ფრენის პერიოდად 1 საათი და 20 წუთი იყო განსაზღვრული.  

 

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი ფერმაში ჩამოვარდა და ის ძლიერ დაზიანებული და დამწვარია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. ავიალაინერის კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით არ დასახელებულა. 

 

 

შემთხვევის ადგილას კუბის მთავრობის ოფიციალური პირები მივიდნენ, მათ შორის პრეზიდენტი მიგელ დიას კანელი.

  

 

ჰავანას საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც კუბის დედაქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 9 მილის დაშორებით მდებარეობს, ყოველწლიურად თითქმის 6 მილიონ მგზავრს იღებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი