პარლამენტის შენობასთან შეკრებილები აქციას პარასკევს, 1 ივნისს, 4 საათზე გააგრძელებენ. აღნიშნული განცხადება ზვიად კუპრავამ გააკეთა.
„4 საათზე ვიწყებთ ძალიან მხურვალე აქციას - ზაზას გვერდით მთელი საქართველო!“ განაცხადა კუპრავამ და დასძინა, რომ ამ დროისთვის თბილისში მოქალაქეები რეგიონებიდანაც, მათ შორის სამეგრელოდან და აჭარიდან ჩამოვლენ.
მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ მთელი ღამე დარჩეს პარლამენტის შენობასთან. მათ შორის იქნება თავად ზაზა სარალიძე, რომელიც მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე რუსთაველის გამზირიდან წასვლას არ აპირებს.
ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და მთელი მთავრობის გადადგომას და ასევე ხორავას ქუჩის სისხლიან ინციდენტში ჩართული პროკურატურის მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვენ.
კვირიკაშვილი კი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.