გიორგი კვირიკაშვილი: „მე ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს და როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება განმუხტავს სიტუაციას, მე ამ ნაბიჯს გადავდგამ“
01-06-2018, 00:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხორავას საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან გამოძიებაში და გამოძიების პროცესს უხელმძღვანელებს, წაიყვანს ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია. 

 

 

„ხვალ დილიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან გამოძიებაში და გამოძიების პროცესს უხელმძღვანელებს, წაიყვანს ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია. რა თქმა უნდა, მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული და მთლიანად პროცესს გავაკონტროლებ“, აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

 

პრემიერის თქმით, კარგი იქნება თუ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში უმცირესობა უმრავლესობად იქნება წარმოდგენილი.

 

 

„ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება. მე ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ჩემი ხალხის გვერდით. არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე, მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან, პირველ რიგში - მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან და სხვა გარდაცვლილების მშობლებთან, რომლებიც იქ დგანან.

 

 

მე ეს გავაკეთე მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა მეუბნებოდა და ვიცოდი, რომ მოსალოდნელი იყო პროვოკაციები. ყველამ დაინახა, რომ ჩემი მისვლა იქ მდგომი ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ პოზიტიურად მიიღო, მაგრამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფმა არ მომცა საშუალება, ბოლომდე გამეკეთებინა ჩემი განცხადება, რაც მდგომარეობს შემდეგში:

 

 

ხვალ დილიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან გამოძიებაში და გამოძიების პროცესს უხელმძღვანელებს, წაიყვანს ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია. რა თქმა უნდა, მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული და მთლიანად პროცესს გავაკონტროლებ.

 

 

მეორე, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. უმოკლეს ვადაში, რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება პარლამენტი, დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, სადაც რამდენადაც მე ვიცი, შესაძლებელია და ამ შემთხვევაში კარგიც იქნება, რომ უმრავლესობის სახით წარმოდგენილი იყოს უმცირესობა. კომისია მუშაობას დაიწყებს იმ უმოკლეს პერიოდში, რაც ტექნიკურად იქნება შესაძლებელი.

 

 

მესამე საკითხი გახლავთ მთავარი პროკურორის საკითხი. ვფიქრობ, ირაკლი შოთაძემ დღეს გადადგა ღირსეული ნაბიჯი და ერთი წამით არ დააყენა ეჭვქვეშ პროკურატურის რეპუტაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი. მე მოვუწოდებ და უკვე მივეცი დავალება იუსტიციის მინისტრს, რომ მაქსიმალური ჩართულობით, საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენების ლეგიტიმაციით შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი, პროცესში უნდა იყოს ჩართული პარლამენტის ყველა ფრაქცია, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, მთლიანად ჩვენი საზოგადოება, რომ არც ერთი მისხალი ეჭვი მთავარი პროკურორის პიროვნულ რეპუტაციასა და პროფესიონალურ მახასიათებლებზე არ არსებობდეს. ეს პროცესი დასრულდება კანონით გათვალისწინებული ვადების მაქსიმალურად ეფექტური გამოყენებით და, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯით ჩვენ საზოგადოების მოთხოვნას გავცემთ პასუხს. მისი თქმით, ხორავას საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან გამოძიებაში და გამოძიების პროცესს უხელმძღვანელებს, წაიყვანს ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია. 

 

 

ასევე მინდა, გარანტია მივცე დაღუპული ბავშვების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, ყოველდღიურად, რა ხარისხითაც ისინი მოითხოვენ ინფორმაციის მიღებას და ჩართვას პროცესში, იმ ხარისხით მიიღებენ ინფორმაციას და იქნებიან მაქსიმალურად ჩართულნი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმართულ პროცესში, ასევე, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და ეს კომუნიკაცია იქნება მაქსიმალური.

 

 

პირადად გავაკონტროლებ აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს და პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დროის ტექნიკურად შესაძლებელ უმცირეს მონაკვეთში, და ხვალ დილიდან მე მექნება საუბარი, თუ რა პერიოდი შეიძლება იყოს ეს, ჩვენ დავდებთ შედეგს. ეს იქნება პასუხი ჩვენი საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებზე და ამ გამოწვევაზე, ასევე - პოლიტიკური პასუხი ჩვენი მხრიდან.

 

 

ასევე მინდა, ბოლოს ის ვთქვა, რომ მე ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს. როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუნდაც ოდნავ გააუმჯობესებს და განმუხტავს სიტუაციას, მე ამ ნაბიჯის გადადგმაზე არც ერთი წამით არ დავფიქრდები. დღეს ეს სიტუაცია არ არის და ეს მომენტი არ დამდგარა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის მთავარია, ჩვენი საზოგადოების შეკითხვებს უმოკლეს ვადაში გავცეთ პასუხი და ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი