პარლამენტის შენობასთან კარვებია გაშლილი - საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მასშტაბური გამოსვლისთვის ემზადებიან
01-06-2018, 11:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პარლამენტის შენობასთან, სადაც 31 მაისს, ღამით, ზაზა სარალიძის და სხვა შვილმკვდარი მშობლების მხარდამჭერი მრავალათიათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, ამ დროისთვის სიმშვიდეა.

 


შენობასთან რამდენიმე კარავია გაშლილი და აქციის ორგანიზატორები დღის 4 საათისთვის მასშტაბური მიტინგის გასამართად ემზადებიან.

 


კარვები პარლამენტის შენობასთან, გამთენიისას გაიშალა. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ დილის 2 საათზე განაცხადა: „4 საათზე ვიწყებთ ძალიან მხურვალე აქციას - ზაზას გვერდით მთელი საქართველო!“ მან დასძინა, რომ ამ დროისთვის თბილისში მოქალაქეები რეგიონებიდანაც, მათ შორის სამეგრელოდან და აჭარიდან ჩამოვლენ.

 

 

ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და მთელი მთავრობის გადადგომას და ასევე ხორავას ქუჩის სისხლიან ინციდენტში ჩართული პროკურატურის მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვენ.

 

 

კვირიკაშვილი კი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი