დიმიტრი ქუმსიშვილი ელისო კილაძეს პასუხობს: „ადამიანს დააბრალო დაუბრალებელი, არც კი წარმომიდგენია რამდენად ბინძური გონება უნდა გქონდეს“
05-06-2018, 16:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბების თაობაზე, გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს სიბინძურეს უწოდებს.

 

 

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან შეხება არ ჰქონია.

 

 

„ადამიანს დააბრალო დაუბრალებელი, მე აი, არც კი წარმომიდგენია რამდენად ბინძური გონება უნდა გქონდეს.

 


რა თქმა უნდა, არანაირი შეხება არ მაქვს, ვერ მექნება და არც არასდროს მქონია ამ ტრაგედიასთან და რა თქმა უნდა, ეს სიბინძურე, რომელიც ელისო კილაძემ დაწერა, არის უაღრესად დიდი სიბინძურე, რომელსაც არანაირი ზღვარი არ აქვს. აი, ფანტაზიის ზღვარი არ აქვს ამ სიბინძურეს, რომელიც ელისო კილაძემ მე დამაბრალა", განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ცხადებს, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გაყალბებულია.

 

 

კილაძე, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ექსპერტიზის დასკვნის გაყალბება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დავალებითა და ესპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, გოგა თვაურის, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილის ახლობელია, უშუალო მონაწილეობით მოხდა.

 

 

გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი აცხადებს, რომ ეკონომიკის მინისტრის ინტერესი იყო, პრობლემები შექმნოდა ირაკლი შოთაძეს, რადგან შოთაძე იყო იმ საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ქუმსიშვილის, კვირიკაშვილის და ალავიძის კორუფციულ სქემებს იძიებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი