„არ გამოვრიცხავ, საპატიმრო ღონისძიება იქნას გამოყენებული დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ“ - ელისო კილაძე მინისტრს ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს
05-06-2018, 16:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გაყალბებულია.

 

 

კილაძე, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ექსპერტიზის დასკვნის გაყალბება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დავალებითა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, გოგა თვაურის, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილის ახლობელია, უშუალო მონაწილეობით მოხდა.

 

 

გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი აცხადებს, რომ ეკონომიკის მინისტრის ინტერესი იყო, პრობლემები შექმნოდა ირაკლი შოთაძეს, რადგან შოთაძე იყო იმ საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ქუმსიშვილის, კვირიკაშვილის და ალავიძის კორუფციულ სქემებს იძიებს.

 

 

„ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმეში ჩნდება სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, საიდანაც რეალურად დაიწყო ხორავის ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გაყალბება. ეს, ჩემი ინფორმაციით, და მე, რასაკვირველია, წყაროს ვენდობი, მოხდა დიმიტრი ქუმსიშვილის დავალებით, გოგა თვაურის უშუალო მონაწილეობით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში.

 

 

ქუმსიშვილის ინტერესი იყო რომ რაც შეიძლება ბევრი პრობლემა შექმნოდა ირაკლი შოთაძეს და მან მოახერხა კიდეც მოდი, პირდაპირ ვთქვათ ეს - იმიტომ, რომ შოთაძე იყო იმ საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც მისი, კვირიკაშვილის და ალავიძის კორუფციულ სქემებს იძიებს.

 

 

ეს გახლავთ კორუფციული სქემები ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მათ შორის, საგზაო დეპარტამენტშიც და ის პროექტები, რომელშიც უშუალო მონაწილეობა ჰქონდა დიმიტრი ქუმსიშვილს, როგორც ეკონომიკის მინისტრს და ზურაბ ალავიძეს, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრს. დაახლოებით, მილიარდ ლარზეა საუბარი, რა ფარგლებშიც გამოძიება მიდის.

 


ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი მთავარი პროკურორი მოახერხებს თუ არა იმას, რომ ეს თითქმის გამოძიებული და დასრულებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოს. მე მგონია, რომ ჩვენ წინ საკამოდ სკანდალური ზაფხული გველის. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ პირდაპირ საპატიმრო ღონისძიება იქნას გამოყენებული პირველი ვიცე პრემიერის მიმართ", განუცხადა ელისო კილაძემ „რუსთავი 2"-ს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი