დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვაშინგტონში, თეთრ სახლში მიიწვიოს
08-06-2018, 00:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც გასულ წელს ფხენიანში „ცეცხლისა და მახვილის“ შეტანით იმუქრებოდა, განაცხადა, რომ მან შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვაშინგტონში, თეთრ სახლში მიიწვიოს, თუკი სინგაპურში კიმ ჩენ ინთან შეხვედრა კარგად ჩაივლის.

 


ტრამპმა აღნიშნული კომენტარი იაპონიის პრემიერ მინისტრთან, შინძო აბესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელთანაც მან 12 ივნისის სინგაპურის სამიტის საკითხები განიხილა.

 


ტრამპმა თქვა, რომ კიმთან შეხვედრაზე შესაძლებელი იქნება მიაღწიონ შეთანხმებას კორეული ომის დასრულების თაობაზე, თუმცა მან ამას მოლაპარაკებების „ადვილი ნაწილი“ უწოდა.

 


„ის, თუ რა მოხდება ამის შემდეგ, ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი“, უთხრა მან ჟურნალისტებს.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა, რომელსაც მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება, სინგაპურის კუნძულ სენტოსაზე, სასტუმროში გაიმართება. როგორც ეს თეთრმა სახლმა დაადასტურა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი