ტრამპმა გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეა, რომ იგი „ცეცხლს და მახვილს“ მიიღებს თუკი ამერიკის შეერთებულ შტატებს დაემუქრება
08-08-2017, 15:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეა, რომ იგი „ცეცხლს და მახვილს“ მიიღებს თუკი ის ამერიკის შეერთებულ შტატებს დაემუქრება.

 

 

უფრო ადრე ფხენიანმა განაცხადა, რომ იგი მზად არის ვაშინგტონს „სასტიკი გაკვეთილი“ მისცეს თავისი სტრატეგიული ბირთვული ძალით, ნებისმიერი ამერიკული სამხედრო აქციის საპასუხოდ.

 

 

ვაშინგტონმა კი გააფრთხილა ფხენიანი, რომ იგი მზად არის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ძალა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების შესაჩერებლად, მაგრამ აღნიშნა, რომ ამჯობინებს გლობალურ დიპლომატიურ ქმედებებს, მათ შორის სანქციებს.

 

 

„უმჯობესია ჩრდილოეთ კორეა უკვე აღარ დაემუქროს შეერთებულ შტატებს. ისინი ისეთი ცეცხლისა და მახვილის წინაშე აღმოჩნდებიან, რაც მსოფლიოს არასდროს უნახავს“, უთხრა ტრამპმა რეპორტიორებს ტრამპის ეროვნული გოლფის კლუბში, ბედმინსტერში, ნიუ ჯერსიში, როგორც ამას სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება.

 


რამდენიმე საათში, მას შემდეგ რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, რაც ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარებს უკავშირდება, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მდგომარეობა „კრიტიკულ მიჯნაზეა“ და მან მის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგას უთხრა, რომ ფხენიანმა არ უნდა განახორციელოს ბირთვული და სარაკეტო გამოცდები.

 

 

როგორც BBC იუწყება, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უანგ იიმ ფილიპინებში გამართულ შეხვედრაზე დაჟინებით მოუწოდა ფხენიანის ნომერ პირველ დიპლომატს, რი იონგ ჰოს რომ დაემორჩილოს გაერო-ს რეზოლუციებს. მას არ უთქვამს, თუ რა პასუხი გასცა მისმა ჩრდილოეთ კორეელმა კოლეგამ.

 

 

ვონგმა განაცხადა, რომ სანქციები საჭიროა, მაგრამ „არ არის საბოლოო მიზანი“, და მან მხარეებს დაჟინებით მოუწოდა დიალოგისაკენ. მან თქვა, რომ უთხრა ჩრდილოეთ კორეას დარჩეს მშვიდი და უფრო მეტი სარაკეტო გამოცდებით არ გამოიწვიოს საერთაშორისო საზოგადოება.

 

 

ნომერ პირველმა ჩინელმა დიპლომატმა ასევე დაჟინებით მოუწოდა შეერთებულ შტატებს და სამხრეთ კორეას არ გაზარდონ დაძაბულობა, განაცხადა რა, რომ მდგომარეობა „კრიტიკულ მიჯნაზეა“, მაგრამ კრიზისის მიუხედავად მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

 

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, რაც ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარებს უკავშირდება.

 


რეზოლუცია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ექსპორტებს კრძალავს და ზღუდავს ქვეყანაში ინვესტიციებს, ერთსულოვნად იქნა მხარდაჭერილი.

 

 

ამგვარი დაძაბულობის ფონზე კი, პრეზიდენტი ტრამპი ჩრდილოეთ კორეასთან ომის სცენარს განიხილავს, როგორც ამას ერთ-ერთი მთავარი „რესპუბლიკელი“ ამბობს - ტილერსონი კი აცხადებს, რომ აშშ არ ცდილობს რეჟიმის შეცვლას ჩრდილოეთ კორეაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი