ეკა ბესელია: ოთარ კახიძემ პრაქტიკულად თქვა, რომ ზაზა სარალიძეს პოლიტიკური მოთხოვნები უკარნახეს - მაინტერესებს, მის მიმართ გაცხადდება თუ არა, როგორც კომისიის წევრის მიმართ, უნდობლობა
11-06-2018, 11:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიიდან მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ მისი აცილების საკითხის დაყენებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და მოითხოვს დაკონკრეტდეს, მისი რომელი ფრაზა გახდა მიზეზი იმისთვის, რომ ზაზა სარალიძეს თავი შეურაცხყოფილად ეგრძნო და შემდეგ აცილება მოეთხოვა.

 

 

„ვერ გავიგე მიზეზი, თუ ეს რამე სხვა სარჩულის მატარებელი არ არის, ვერ გავიგე რა იყო ამ განცხადების მიზეზი და მე ვითხოვ კონკრეტულად დასახელდეს, სად, რომელი ფრაზა იყო ის, რაც მან ჩათვალა შეურაცხყოფად. მე ვითხოვ, რომ ეს დაკონკრეტდეს, სხვაგვარად აბსურდამდე მივალთ. მე მაგალითად, ძალიან საინტერესოდ მეჩვენება ოთარ კახიძის განცხადება, რომელმაც გუშინ პრაქტიკულად თქვა ის, რომ პოლიტიკური მოთხოვნები უკარნახეს ბატონ სარალიძეს და ათქმევინეს. მე მაინტერესებს, მის მიმართ გაცხადდება თუ არა, როგორც კომისიის წევრის მიმართ, უნდობლობა. ძალიან მაინტერესებს - ამაზე მძიმე ბრალდება არავის არ უთქვამს", აცხადებს ეკა ბესელია, რომლის თქმითაც, ყველა ბერკეტი უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულდეს.

 

 

„მე ვისურვებ, რომ პროცესები, რომლებიც დაწყებულია და ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სამივე მიმართულებით, ეს არის საგამოძიებო კომისია, გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს და სამართლებრივი პროცედურები, სამივე ეს სამართლებრივი ბერკეტი იყოს გამოყენებული მართლმსაჯულების აღსრულებისთვის. უმჯობესია, ვიაროთ სამართლიანობის გზაზე კანონის მექანიზმების გამოყენებით და არა იმ ტიპის მეთოდებით, რომლებიც მე მგონია, რომ ამ პროცესს უბრალოდ არ ეხმარება", ამბობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

 

 

ზაზა სარალიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიიდან, რომელმაც მოზარდების მკლელობის საქმე უნდა შეისწავლოს, ეკა ბესელიას აცილება დეპუტატისადმი უნდობლობის მოტივით მოითხოვა.

 

 

ბესელია სარალიძის მოთხოვნას სოციალურ ქსელში მალევე გამოეხმაურა და მოკლული მოზარდის მამის მოთხოვნას პოლიტიკური გზავნილი უწოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი