ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიიდან, რომელმაც მოზარდების მკლელობის საქმე უნდა შეისწავლოს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს.
სარალიძე აცხადებს, რომ თუ კომისიის შემადგენლობაში ეკა ბესელია იქნება, ის კომისიასთან არ ითანამშრომლებს.
„ბესელიას გარდა ვენდობი კომისიას... „რუსთავი2“-ზე გადაახვიეთ და მიხვდებით. ადამიანი, რომელიც მადანაშაულებს, რომ რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას მივეცი საშუალება ჩემი შვილის სულით მანიპულირებდეს ასეთ ადამიანს არ ვენდობი", განაცხადა ზაზა სარალიძემ, რომელიც ამ წუთებში პარლამენტში კომისიის წევრებთან შესახვედრად მივიდა.
სარალიძის ოჯახის ინტერესების დამცველის, ნესტან ლონდარიძის თქმით, „პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ სამუშაო რეჟიმში შეხვედრისათვის. ჩვენ მათ მივაწოდებთ ყველა იმ დარღვევას, რაზეც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ხელს შევუწყობთ, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობა წარიმართოს სამართლიან და შედეგიან რეჟიმში. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე აქ ვართ, ჩვენ ვენდობით კომისიას, შემდეგ უკვე საუბარი შედგება იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული წევრების მიმართ შესაძლებელია გვქონდეს აცილების საკითხი. ქალბატონ ეკა ბესელიასთან მიმართებაში დაზარალებულ მხარეს აქვს უნდობლობის მომენტი და ვითხოვთ მის აცილებას. ამ ეტაპზე დარღვევებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა მათ მივაწოდებთ სრულ ინფორმაციას რაც გვაქვს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.