საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მეთაური ასეთი ტიპის განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.
„ის არ იყო მკაცრი, ის იყო არასერიოზული თავის განცხადებაში - არასერიოზულ განცხადებებზე, ბუნებრივია, არ შეიძლება სერიოზული კომენტარის გაკეთება. ამაზე მართლა გული მტკივა, როდესაც სახელმწიფოს მეთაური, რომელიც არის კონსტიტუციის თანახმად გარანტი რაღაცეების, გარანტი, მათ შორის კონსტიტუციური სისტემის, თუნდაც სიმბოლურად, მაგრამ მაინც, არ შეიძლება ის ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. შესაბამისად, მე არ მინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.