გიორგი მარგველაშვილი: ეს მასკარადი, როდესაც უცებ ირჩევიან პრემიერ მინისტრები და რა პრინციპით ირჩევიან ეს საზოგადოებისთვის და მათ შორის, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, უნდა დამთავრდეს
14-06-2018, 11:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

 


ქვეყნის პირველი პირი სვამს შეკითხვას, იმ მოცემულობაში, როდესაც მიდის საუბარი რომ წარმატებული პრემიერ მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი და ასევე საუბრობდნენ ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ პრემიერობაზე, „ასე უცებ" როგორ და რატომ ხდება ის, რომ წარმატებულ პრემიერ მინისტრები მიდიან თანამდებობიდან.

 

 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, უნდა დასრულდეს პროცესი, როდესაც ვიღაც რაღაც პრინციპით ხსნის პრემიერ მინისტრებს და ნიშნავს პრემიერ მინისტრებს.

 

 

„გუშინ, ბ-ნი პრემიერი წავიდა თანამდებობიდან და მან თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს, ანუ ბიძინა ივანიშვილს უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ დააკომპლექტოს ახალი მთავრობა. მე მიმჩნია, რომ ეს პროცესები ბევრად უფრო გასაგები, განჭვრეტადი და გააზრებული უნდა იყოს საზოგადოების მიერ. მე მიმჩანია, რომ საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, რატომ უცებ თანამდებობიდან მიდიან პრემიერ მინისტრები, რომლებიც არიან წარმატებული პრემიერ მინისტრები. როგორც წინა პრემიერ მინისტრის, ბ-ნი ღარიბაშვილის წასვლის დროს ჩვენ მოვისმინეთ რომ წარმატებული პრემიერ მინისტრია - რატომ მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერ მინისტრები, რა არის უკანმდგარი არგუმენტი? და რა პრინციპით და რა კრიტერიუმით შეირჩევიან ახალი პრემიერ მინისტრები? და მე მიმაჩნია, რომ ეს მასკარადის პერიოდი, როდესაც უცებ ირჩევიან პრემიერ მინისტრები და რა პრინციპით ირჩევიან ეს საზოგადოებისთვის და მათ შორის, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, ეს უნდა დამთავრდეს.

 


და თუ ევროპულ არჩევანზე ვამბობთ და თუ ევროპული სახელმწიფო ფორმირებაზე ვამბობთ, მარტივად მოგახსენებთ, იქ პრემიერ მინისტრები არიან მმართველი პარტიის ლიდერები და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ მინისტრი, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის გასაგებია", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, ფორუმზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი