პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის ახალ სახეებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია.
ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„კონსულტაციები ახალ სახეებთან დაკავშირებით დასრულებულია.... იცით, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური კონსულტაციები როგორც ახალ სტრუქტურაზე, ასევე განვითარების პროგრამაზე და მათ შორის, იმ ახალ სახეებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობაში იქნებიან. შესაბამისი კონსულტაციები, ფაქტობრივად, დასრულებულია", განაცხადა მთავრობის მეთაურმა, რომელმაც მედიის შეკითხვას სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზეც უპასუხა.
მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე მთავრობის სტრუქტრულ ცვლილებებსა და „ოთხოზორია ტატუნაშვილის" სიაზეც ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.