მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ახალი მთავრობის სტრუქტურის მიხედვით იქნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრი
26-06-2018, 12:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი მთავრობის სტრუქტურის მიხედვით ჩვენ გვექნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრი, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფნგზე.

 

 

მან თქვა, რომ მთავრობაში ახალი სახეებიც იქნებიან და კონსულტაციები ახალ სახეებთან დაკავშირებით დასრულებულია, თუმცა მან მისი მომავალი მთავრობის ახალ წევრებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაამჟღავნა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ცვლილებები შეეხება შემდეგ უწყებებს: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება, ხოლო მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე - დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, სოციალური პოლიტიკა გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს, რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ეკონომიკის სამინისტროს სივრიცითი განვითარების კომპონენტი გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

 

 

„დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის დღეს ჩვენი მთავრობის ინტერესებში. რასაკვირველია, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ, შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მშპ-სთან მიმართებაში ეტაპობრივად ჩამოვა 3.9%-ზე.... ბიუროკრატიაზე დაზოგილი ხარჯები კი, სხვადასხვა ინიციატივის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტის წყაროს, ანუ ისევ ჩვენს საზოგადოებას მოხმარდება", განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ მთავრობის აღნიშნული ხედვა საზოგადოების ხედვასთან სრულ თანხვედრაშია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი