თუ ჭკუით არ იქნება გახარია და მისი უწყება, როგორც ჩანს ბრძოლაში გვიწვევენ - ამ ბრძოლასაც მიიღებენ, აცხადებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც ვაკე-საბურთალოს პოლიციაში, საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზე გამოკითხეს.
„არაფერი არ წარმოუდგენიათ იქიდან გამომდინარე, რომ იქ არაფერი არ არის წარმოსადგენი. ზვიად კუპრავამ რა სიტყვებიც დახარჯა, ჩემი ინტერვიუდანაც ჩანს, რომ გახარიას უწყებას მეც ვაგინებ. რას ჰქვია? საგინებელი იყო და ვაგინე - დამამხეს თავზე ყველაფერი, ჭამა არ გვაცადეს და არაფერი. ეს იყო პირიქით, პოლიციელების გადაცდომა, რაზედაც რეაგირება მოახდინა გენინსპექციამ, მაგრამ როგოც ჩანს, არ ჩერდებიან და უფრო მეტი კონკრეტული დასჯა უნდა მომეთხოვა და არამარტო საყვედურზე დავკმაყოფილებულიყავი", განაცხადა ზაზა სარალიძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ინციდენტი მიმდინარე წლის 11 ივნისს მოხდა. როგორც მაშინ ზაზა სარალიძე ამბობდა, მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა, იგი ზვიად კუპრავასთან და კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად, სასამართლოს სასადილოში ჩავიდა. სარალიძის განცხადებით, მათთან მივიდნენ სამართალდამცავები და ზვიად კუპრავას სასამართლო დარბაზში დაბრუნება მოსთხოვეს იმის მიუხედავად, რომ სასამართლო პროცესი მოგვიანებით იწყებოდა.
ზაზა სარალიძის თქმით, აღნიშნულს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, კუპრავა კი, სასამართლო დარბაზში ძალის გამოყენებით დააბრუნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.