ზაზა სარალიძე: „დაგვამხეს თავზე - აი, გახარიას უწყება, შენი დედაც“ - ფიზიკური დაპირისპირება სასამართლოში
11-06-2018, 15:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა. როგორც ზაზა სარალიძე ამბობს, მას შემდეგ რაც სასამართლო პროცესზე მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა, იგი ზვიად კუპრავასთან და კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად, სასამართლოს სასადილოში ჩავიდა. სარალიძის განცხადებით, მათთან მივიდნენ სამართალდამცავები და ზვიად კუპრავას სასამართლო დარბაზში დაბრუნება მოსთხოვეს იმის მიუხედავად, რომ სასამართლო პროცესი მოგვიანებით იწყებოდა.

 

 

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ აღნიშნულს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, კუპრავა კი, სასამართლო დარბაზში ძალის გამოყენებით დააბრუნეს.

 

 

„სამ საათამდე მისცა მოსამართლემ დრო. გამოუშვეს, დაგვრთეს ნება, რომ საჭმელი გვეჭამა. ჩამოვედით, ვჭამდით - დაგვამხეს პოლიციელებმა ყველაფერი თავზე. მოსამართლემ გამოგიძახაო სასწრაფოდო ზვიად კუპრავას უთხრეს, ერთი წუთით დამაცადე ჭამაო - სამ საათამდე დრო ჰქონდა. აი, დაგვამხეს თავზე - აი, გახარიას უწყება - შენი დედაც, აი გახარიას უწყება.... ელემენტარული საჭმლის ჭამა არ გვაცადეს ამ ნაძირლებმა, მკვლელები ხართ სულყველა. მოკიდეს ზვიად კუპრავას ხელი და გაათრიეს ძალით", განაცხადა „რუსთავი 2"-თან საუბრისას ზაზა სარალიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი