იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციული რისკების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ კვლევის პრეზენტაცია უნდა მომხდარიყო შეხვედრის ფორმატში და იუსტიციის უმაღლესი საბჭო მზად იყო თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად, თუმცა მისი გაშუქება ცალმხრივად გადაწყდა.
მიქაუტაძე ასევე აღნიშნავს, რომ ეს არის ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით მცდელობა იმისა, რომ ჩირქი მოეცხოს სასამართლოს სისტემას და არასწორი ფაქტების გადმოცემით შეიქნას იმის ილუზია, რომ თითქოს სასამართლო სისტემაში არის კორუფცია.
„კვლევა მთლიანად დაფუძნებული არის ცრუ ინფორმაციაზე. ჩვენ ველოდებოდით, რომ გაიმართებოდა შეხვედრის ფორმატში ამ კვლევის პრეზენტაცია, ამისთვის მზად ვიყავით და ასევე ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლადაც მზად ვიყავით, თუმცა სამწუხაროდ ცალმხირვად გადაწყდა ამ კვლევის გაშუქება, ეს არ არის კრიტიკა. ეს არის ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით მცდელობა იმისა, რომ ჩირქი მოეცხოს სასამართლოს სისტემას და არასწორი ფაქტების გადმოცემით შეიქნას იმის ილუზია, რომ თითქოს სასამართლო სისტემაში არის კორუფცია. სასამართლოში არის განხილული ასობით ათასი საქმე და 7 პირის გამოკითხვით ხდება შეჯამება იმ ყველაფრის, შედეგების, რაც სასამართლო სისტემაში არსებობს. ძალიან ღიმილის მომგვრელი არის ტერმინი „ბოსები“. ადრე იყო კლანი, ახლა „ბოსებით“ შეიცვალა, რა ვიცი მე თუ მკითხავენ, „სერიც“ შეიძლება იყოს, ღიმილის მომგვრელია ნამდვილად“, განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.