„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, დღევანდელ სასამართლო სისტემას „ბოსები“ მართავენ, ამ „ბოსების“ უმეტესობა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა
05-07-2018, 19:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სასამართლო სისტემაში არსებული კოროფციული რისკების შესახებ, კველევის შედეგები წარადგინა. კვლევამ აჩვენა, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევები ფიქსირდება, ამ კორუფციას კი სათავეში მოსამართლეების „გავლენიანი ჯგუფი უდგას“.

 

 

კვლევაში ჩართულია ანონიმური წყაროებიც. თუ ერთ-ერთ ასეთ წყაროს დავეყრდნობით, ვიტყვით, რომ დღევანდელ სასამართლო სისტემას „ბოსები“ მართავენ. ამ „ბოსების“ უმეტესობა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. ამას კვლევის ავტორებიც აღნიშნავენ და კონკრეტულ პიროვნებებს ასახელებენ.

 

 

კვლევის პრეზენტაციის შემდეგ განცხადებები გააკეთეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ოლიკო შერმადინმა.

 

 

„ამის შესახებ საუბრობს აბსოლუტურად ყველა, ყველამ იცის ეს, გასაგებია. მაგრამ ის, რომ ასეთი აღქმა არსებობს და ასეთი საუბრები არის პროფესიულ წრეებში, ეს არის პრობლემა. რა თქმა უნდა, ამ საკითხებით, კიდევ სხვა ბევრი კონკრეტული საქმით უნდა დაინტერესდეს ხელისუფლება, ზუსტად ეს არის ჩვენი მთავარი რეკომენდაცია. როდესაც ჟღერდება სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით ინფორმაცია, არასოდეს, არც ერთ შემთხვევაში ამაზე რეაგირება არ ყოფილა და ეს არის ზუსტად დაუსჯელობის განცდა“, განაცხადა ეკა გიგაურმა.

 

 

კვლევის ერთ-ერთმ ავტორმა ოლიკო შერმადინმა აღნიშნა, რომ საჭიროა „მტკივნეული საკანონმდებლო ცვილილებების“ განხორციელება.

 

 

„შეგვიძლია გავიხსენოთ 2013 წელში, როგორი კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდნენ ამ კონკრეტული მოსამართლეების მიმართ როგორც იუსტიციის მინისტრი, ისე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თუმცა შემდგომ უკვე დავინახეთ დაახლოებით 2015 წლიდან, როგორ შეიცვალა ეს რიტორიკა და უკვე ცალსახად მხარდასაჭერ განცხადებებში გადაიზარდა ხელისუფლების პოლიტიკა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ამ ჯგუფის გავლენები. თავისთავად ცხადია, ამ ეტაპზე რაც შეიძლება გაკეთდეს ისაა, რომ მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ გავლენიანი ჯგუფისთვის მტკივნეული საკანონმდებლო ცვილილებები განხორციელდეს“, განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ოლიკო შერმადინმა.

 

 

კვლევაში ჩართულია ანონიმური წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციებიც. მათ კვლევაში შემდეგი სახელებით მოიხსენიებენ: „ყოფილი მოსამართლე“, „მოქმედი ადვოკატი“, „საბჭოს ყოფილი წევრი“ და ა.შ.

 


აქედან საინტერესოა ერთ-ერთი ანონიმური წყაროს „მოქმედი ადვოკატის“ განცხადებაც: „იმ ხალხს, ვისაც ჩვენ მოვიხსენიებთ გავლენიანი ჯგუფის წევრებად, თავად მოსამართლეები „ბოსებს” უწოდებენ. „ბოსები” ჩართული არიან კორუფციულ გარიგებებში და სახელმწიფო დაკვეთების შესრულებაში, ხოლო ის მოსამართლეები, რომლებიც მათი გავლენის ქვეშ არიან, ასრულებენ დავალებას. გავლენის ქვეშ მოქცევაში იგულისხმება ის, რომ მოსამართლე ვალშია „ბოსებთან” რადგან ის თანამდებობაზე მათ დანიშნეს და ის ფაქტი, რომ იღებს ხელფასს, არის საკმარისი იმისთვის, რომ დამატებითი ანაზღაურების გარეშე შეასრულოს მათი მითითება. “ „როგორც წესი, დღეს უკვე ფული თავად საქმის განმხილველ მოსამართლემდე არ მიდის. საქმეები ლაგდება „ბოსებთან”. ანუ, მაგალითად, გავლენიანი ჯგუფის წევრი მოსამართლე იღებს ფულს და შემდეგ საქმეებს ანაწილებს იმ მოსამართლეებთან, რომლებიც მათი გავლენის ქვეშ არიან. თუ საქმე დაეწერა იმ მოსამართლეს, რომელიც მათი გავლენის ქვეშ არ არის, ასეთების რიცხვი კი ძალიან მცირეა, ისინი უზრუნველყოფენ, რომ საქმე გადაეწეროს მართვად მოსამართლეს. ჯერჯერობით უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატას ვერ აკონტროლებენ.”

 

 

თუ ამ განხცადებას დავეყრდნობით, იმ გავლენიან ჯგუფის წევრებს სასამართლო სისტემაში როგორც „ბოსებს“ ისე მოიხსენიებენ, მაშინ გამოდის რომ დღეს სასამართლო სისტემას „ბოსები“ მართავენ. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ამ „ბოსების“ უმეტესობა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” წარადგინა კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის კვლევა საქართველოში პირველად მომზადდა და მასში წარმოდგენილი მიგნებები 2018 წლის აპრილისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.

 

 

სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევამ აჩვენა, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორებია: მართლმსაჯულების ადმინისტრირებაზე არასათანადო გავლენა, მოსამართლეებზე გავლენის მოხდენა გავლენიანი ჯგუფის მიერ და სასამართლო ხელისუფლების სისტემური პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია ხარვეზიანი კანონმდებლობით და რომელთა გამოსწორებაც არ მოხერხდა სასამართლო სისტემაში და მის გარეთ არსებული წინააღმდეგობის გამო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი