ნაზი ჯანეზაშვილი: საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რომ რაღაც „გავლენიანი ჯგუფის“ წევრებმა არ მართონ სასამართლო სისტემა
05-07-2018, 20:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციული რისკების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, მიაქციონ ძალიან სერიოზული ყურადღება, რომ რაღაც „გავლენიანი ჯგუფის“ წევრებმა არ მართონ სასამართლო სისტემა.

 


„ამის შესახებ მე მაქვს უამრავი ინფორმაცია, მაგრამ სამწუხაროდ კორუფციას ვერ შეისწავლის ვერავინ, გარდა საგამოძიებო ორგანოსი. არავის არ შეუძლია, არავის არ შესწევს ძალა, რომ შეისწავლოს, დეტალურად დადოს დასკვნა, რომ კორუფცია ნამდვილად არსებობს. საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, მიაქციონ ძალიან სერიოზული ყურადღება, რადგან ამის გარეშე ჩვენ ბუნებრივია, არ მივიღებთ მხოლოდ იმას, რომ ვიღაცა ჯგუფს აქვს ძალაუფლება და ის ამით უბრალოდ ნებივრობს და უბრალოდ თავის ინტერესებს ატარებს, მაგრამ აქ უკვე ჩნდება ძალიან სერიოზული ინტერესები და ძალიან სერიოზული რისკები“, განაცხადა ჯანეზაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი