ჭუბერის ტერიიტორიულ ერთეულში თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი 50 მეტრიანი დროებითი ხიდის მონტაჟი მიმდინარეობს.
ხიდის აწყობის სამუშაოები 3-4 დღეში დასრულდება, რის შემდეგაც მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე შესაძლებელი გახდება ტექნიკის გადაყვანა და მდინარის ნაპირების გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. აღსდგება სოფლებს შორის სამანქანო გზა და მნიშვნელოვნად გამარტივდება კომუნიკაცია.
შეგახსენებთ, რომ სტიქიის ზონაში სამხედრო ტექნიკის გამოყენების გადაწყვეტილება პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.