პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს, სამეგრელო - ზემო სვანეთში შექმნილ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა.
პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 91 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტის დადგენილების პროექტს „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის 2018 წლის 7 ივლისის №1 ბრძანების დამტკიცების თაობაზე“.
საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სამეგრელო - ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.
პრეზიდენტის წარდგინება პლენარულ სხდომას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ, ზურაბ მაჭარაძემ გააცნო.
პარლამენტის დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ, ასევე საპარლამენტო ოპოზიციამ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.