მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში, საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ საზღვაო მიმართულებით, ნატო-საქართველოს თანამშრომოლბაზეც ისაუბრა. გახარია ამბობს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება არის ის მიმართულება, რომელიც უფრო პრაქტიკულს გახდის ნატო-საქართველოს თანამშრომლობას.
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ დროისთვის ნატოს პარტნიორად სანაპირო დაცვის სამსახური გვევლინება, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია საზღვაო სამხედრო ძალები.
„კიდევ ერთი მომენტი, რაზეც დღეს, მინდა ვისაუბრო და რაზეც ჩვენ აქამდე არ გვისაუბრია ეს გახლავთ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა სანაპირო დაცვა. სანაპირო დაცვა დღეს, განსაკუთრებით ნატოს ბოლო სამიტის კონტექსტში, იძენს განსაკუთრებულ დატვირთვას. მოგეხსენებათ, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება გახლავთ ის მიმართულება, სადაც ნატო-ს და საქართველოს შორის ურთიერთობა, შეიძლება გახდეს უფრო პრაქტიკული და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი სანაპირო დაცვის მიმართულება მაქსიმუმს გააკეთებს, რამეთუ გავზარდოთ, როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხი, ასევე გავზარდოთ ჩვენი თანამშრომლობის კომპენტენციაც. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს არ გააჩნია სამხედრო საზღვაო-ძალები და ამ მიმართულებით, ნატოს პარტნიორად გვევლინება სანაპირო დაცვის სამსახური. ბევრი რამ არის გაკეთებული. ისეთი თანამშრომლობის ხარისხი, როგორიც დღეს გვაქვს, აქამდე არ ყოფილა, თუმცა აქ ბევრი რამ, კიდევ გასაკეთებელია“, აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი.
გახარია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახური უახლოეს მომავალში ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველში“ ჩაერთვება, გახარიას თქმით, ამისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.
„მოგეხსენებათ რომ ნატო დღეის მდგომარეობით ხმელთაშუა ზღვაში - „ზღვის მცველის„ ოპერაციას ანხორციელებს, რომელშიც სანაპირო დაცვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს მონაწილეობის მიღებას. ამისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადადგმულია. ჩვენი მიზანია, ამ აბორდაჟის ჯგუფების კვალიფიკაციის ამაღლების ოთხწლიანი გეგმიდან ორი წელზე გადავიდეთ“ , განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ასევე ისაუბრა გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რომელზეც მომავალში შსს-ს აკადემია იზრუნებს და ხელფასების მომატების პროცესზე, რომელიც უკვე დაწყებულია სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.