გიორგი გახარია: 15-20 წელი გამოძიების ხარისხის მიმართულებით არაფერი გაკეთებულა
13-07-2018, 12:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, 15-20 წელი გამოძიების ხარისხის მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. როგორც გიორგი გახარიამ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, შსს-ს აკადემიის დახმარებით, მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა გამომძიებელთა კვალიფიკაციის შეფასება და შემუშავდა გამომძიებელთა სპეციალური გადამზადების კურსი, რომელსაც საქართველოს ყველა გამომძიებელი ეტაპობრივად გაივლის.

 

 

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო აქტუალური თემა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახდა, მათ შორის პარლამენტშიც განსჯის საგანი, ეს გახლავთ საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება კრიმინალურ პოლიციაში და საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მინდა გითხრათ, რომ 15-20 წელი გამოძიების ხარისხის მიმართულებით არაფერი გაკეთებულა და მე მესმის, რომ ჩვენ ობიექტურად შეგვიძლია ვიყოთ უფრო მეტად მომთხოვნები, შეგვიძლია უფრო მეტად ვაკრიტიკოთ გამოძიებაც და გამომძიებელიც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო - 15–20 წლის განმავლობაში, არა თუ რეფორმა, ხელშესახები არაფერი არ გაკეთებულა, ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება დიდი აღმოჩენების გაკეთება.

 

 

მოგეხსენებათ, რომ პირველივე დღიდან ამ სამინისტროში მოსვლის, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ გამოძიების კომპონენტის გაძლიერება იქნება ძირითადი მიმართულება ჩვენი რეფორმების და ეს არის ყველაზე საჭირო და ყველაზე აუცილებელი კომპონენტი ამ რეფორმების.

 

 

რა გაკეთდა უკვე დღეის მდგომარეობით, ამ მიმართულებით, მინდა მოგახსენოთ – უკვე ჩაუტარდა ტესტირება სრულიად კორპუსს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების კორპუსი მყავს მხედველობაში. ეს გახლავთ 1104 ადამიანი, რამაც მოგვცა საშუალება, გაგვეზომა მათი კვალიფიკაციის დონე, უკვე ჩატარებულია მათი დაკავებულობის ხარისხის შეფასება, მათი საქმეების რაოდენობის შეფასება და ასევე სირთულე ამ საქმეების. შესაბამისად, ყველა ამ მოგროვებულ ინფორმაციის საფუძველზე უკვე შექმნილია საბაზისო კურსები გამომძიებლების გადასამზადებლად. თითოეული ეს გამომძიებელი – ეს 1104 ადამიანი გაივლის შემოდგომიდან – სექტემბრიდან გადამზადების კურსებს, რათა თვალნათლივ შევძლოთ შევაფასოთ როგორც მათი კვალიფიკაცია ასევე მათი პოტენციალი რა დონეზე შეგვიძლია გავზარდოთ ამ ხალხის კვალიფიკაცია“, განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი