CIA-ის ყოფილი დირექტორი ჯონ ბრენანი უკმაყოფილოა: „რატომ შეხვდა ტრამპი ერთი-ერთზე პუტინს? რას შეიძლება უმალავდეს ის ბოლტონს, პომპეოს, კელის და ამერიკულ საზოგადოებას?“
16-07-2018, 19:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი 2013-2017 წლებში, ჯონ ბრენანი თავის უკმაყოფილებას გამოხატავს დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის ერთი-ერთზე შეხვედრის გამო.

 


„რატომ შეხვდა ტრამპი ერთი-ერთზე პუტინს? რას შეიძლება უმალავდეს ის ბოლტონს, პომპეოს, კელის და ამერიკულ საზოგადოებას? როგორ გამოიყენებს პუტინი რუსეთის სასარგებლოდ და ამერიკის საზიანოდ იმას, რასაც ტრამპი შეიძლება მალავდეს?“ კითხულობს ბრენანი „თვითერის“ მეშვეობით და ასკვნის, რომ ტრამპისადმი ნდობის სრული უქონლობა ქმნის იმის განცდას, რომ არ დაუჯერონ მის ნებისმიერ ნათქვამ სიტყვას ამ საკითხზე.

 

 

პუტინთან ერთი-ერთზე შეხვედრის აზრს ვერ ხედავს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას, ჩაკ ჰეიგელი, რომელმაც განაცხადა, რომ იგი წუხს, რადგან ტრამპსა და პუტინს შორის ერთი-ერთზე შეხვედრის გამართვის მკაფიო „სტრატეგიული მიზანი“ არ არსებობდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი