აშშ-ის ყოფილმა თავდაცვის მდივანმა, ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის ერთი-ერთზე შეხვედრის გამართვის მკაფიო „სტრატეგიული მიზანი“ არ არსებობდა
16-07-2018, 18:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას, ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, რომ იგი წუხს, რადგან ტრამპსა და პუტინს შორის ერთი-ერთზე შეხვედრის გამართვის მკაფიო „სტრატეგიული მიზანი“ არ არსებობდა.

 


„რა არის მიზანი?“ იკითხა ყოფილმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ჰეიგელმა ორშაბათ დილით.

 


„მოდით, გავიგოთ ერთი რამ: ნებისმიერი სახელმწიფოს ინტერესები გაცილებით დიდია, ვიდრე ნებისმიერი ცალკე აღებული ლიდერის“, უთხრა ჰეიგელმა რადიო NPR-ს ორშაბათ დილით. „ამერიკის ინტერესები არ არის ის ინტერესები, რომლის ფორმულირებასაც ტრამპი ახდენს ან რასაც ტრამპი გადაწყვეტს, რომ ის არის პრიორიტეტული ან სპეციფიკური ინტერესი, ანდა ფიქრობს, რომ ესაა - ან ამბობს, რომ ესაა“.

 


როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, ჰეიგელმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს მსოფლიო სახელმწიფოებთან ურთიერთობებში ჩართულობას, მაგრამ ეს შეხვედრები „ყველა სტრატეგიული მიზნის“ შემცველია.

 


„რა არის ამის მიზანი? არის ეს მხოლოდ გოლფის მოედანზე შეხვედრა მორიგ ლიდერთან? იკითხა ჰეიგელმა. „ეს არ არის ტრანზაქციული საკითხი, უძრავი ქონების გარიგების მსგავსი... ამისათვის უნდა ახლდეს მომზადება“.

 


NPR-ის შეკითხვაზე, თუ რას მოელის ამ შეხვედრიდან იგი - ჰეიგელმა განაცხადა, რომ ტრამპი ამ შეხვედრაზე „ძალიან შესუსტებული წავიდა, რადგან მოკავშირეები, ისევე როგორც ქვეყანა დაყოფილია“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი