გია ნოდია: მარგველაშვილი, როგორც ექსპერტი, „ირონიით საუბრობდა კვირიკაშვილის გათავისუფლებაზე“ - თუკი „გავიხსენებთ, რომ იგი პრეზიდენტია, შესაძლოა, ეს ეჭვიც გაგვიჩნდეს, რომ ის ეძებს პოლიტიკურ მოკავშირეებს“
17-07-2018, 15:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ დასმულ შეკითხვას - „თუ რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი? რა დააშავა ამ ადამიანმა?“ - პოლიტოლოგი გია ნოდია გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ეხმაურება და ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილი, თუკი დავივიწყებთ, რომ იგი პრეზიდენტია, ექსპერტის პრიზმიდან „ირონიით საუბრობდა კვირიკაშვილის გათავისუფლებაზე“ ანდა, მეორე ვარიანტში, თუკი „გავიხსენებთ, რომ ის პრეზიდენტია, შესაძლოა, ეს ეჭვიც გაგვიჩნდეს, რომ ის ეძებს პოლიტიკურ მოკავშირეებს“.

 

 

„მარგველაშვილის ეს გამონათქვამი შეგვიძლია მოვისმინოთ ორნაირად. ერთი - მარგველაშვილი სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ერთხანს მინისტრი იყო, განათლების, მაგრამ ხშირად გამოდიოდა როგორც ექსპერტი და მიმომხილველი და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ქართველი ექსპერტის გამოსვლა, რომელიც ირონიით საუბრობდა კვირიკაშვილის გათავისუფლებაზე - შეიძლება ასეც გავიგოთ, თუ დავივიწყებთ, რომ ის პრეზიდენტია. თუ გავიხსენებთ, რომ ის პრეზიდენტია და შეიძლება მომავალი კანდიდატი იყოს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ეს ეჭვიც გაგვიჩნდეს, რომ ის ეძებს პოლიტიკურ მოკავშირეებს. ჩემი აზრით, ცოტა უცნაური კანდიდატია, თუკი არის კანდიდატი - იმიტომ რომ სულ რაღაც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ შეიძლება კენჭი იყაროს, მაგრამ ივლისი მოვიდა, არჩევნები ოქტომბერშია და მკაფიოდ არაფერი არ უთქვამს, სულ მინიშნებები აქვს“, განაცხადა გია ნოდიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი