გიორგი მარგველაშვილი: რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი? სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება? - ეს კითხვა ნებისმიერ ქართულ ოჯახში აქვთ
12-07-2018, 19:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაურკვეველია, რატომ დატოვა პრემიერ მინისტრის პოსტი გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

მარგველაშვილისთვის არადამაჯერებელია კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ ეკონომიკური პრობლემების დასახელება იმ ფონზე, როდესაც მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5%-ს მიაღწია.

 

 

„შეკითხვები პრემიერის ცვლილებასთან დაკავშირებით პარტნიორებს კი არა, საქართველოს რიგით მოქალაქეებსაც აქვთ. თუ ვინმე ახსნის, რატომ არ აუხსნა არავინ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ წავიდა თანამდებობიდან კვირიკაშვილი, არამარტო ახსნა არ ვიცით, არამედ, ის არ ვიცით, რატომ არ გვიხსნიან. რატომ არ ვართ ღირსი რომ გავიგოთ - გვყავდა პრემიერ მინისტრი, რომელიც რაღაც ისე გამოჩნდა თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა, არადა მაისში თურმე გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს აქამდე არ ჰქონია.

 

 

რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი? შემდეგ რატომ გაქრა პოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება? რა დააშავა ამ ადამიანმა? - ეს კითხვა პარტნიორებს კი არა, ეს კითხვა აქვთ ნებისმიერ ქართულ ოჯახში სადაც შედიხარ.

 

 

აღარ გეკითხებიან გვეშველება თუ არა რამე, გეკითხებიან - კვირიკაშვილი რატომ წავიდა? მე პასუხი არ მაქვს და მე ეს კითხვა არაერთხელ დავსვი", განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი