დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველს უთხრა, რომ უკეთესი იქნება, თუ ომბუდსმენი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის შედეგებს დაელოდება.
„მაშინ, როდესაც მიმდინარეობს საგამოძიებო კომისიის სხდომები ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე და სახალხო დამცველიც ამავე თემაზე აკეთებს კომენტარებს, ხომ არ იქნებოდა უკეთესი ომბუდსმენის აპარატს კომისიისთვის მუშაობის დასრულების შესაძლებლობა მიეცა“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ნინო ლომჯარიამ სალომე ზურაბიშვილს განუმარტა, რომ საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს დამოუკიდებლად და კომისიის ლოდინის რეჟიმში ვერ იქნება.
„ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ დამოუკიდებლად მუშაობს. შესაძლებელია ამ ეტაპზე ჩვენი ხედვები ემთხვევა თუმცა რაღაცა ეტაპზე დადგეს საკითხი, რომ თქვენ განსხვავებული პოზიციები გქონდეთ, ამიტომ მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ კომისიის ლოდინის რეჟიმში უნდა იყოს სახალხო დამცველი“, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს, 19 ივლისს პარლამენტს ანგარიში წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.