ომბუდსმენი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგა
19-07-2018, 18:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს, 19 ივლისს პარლამენტს ანგარიში წარუდგინა.

 

 

პირველ საკითხად სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლება განიხილა. აღნიშნა, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ადამიანის გარდაცვალებაზე, სახელმწიფო ვალდებულია ჩაატაროს გამოძიება და საზოგადოებაში დასმულ კითხვებს გასცეს პასუხი.

 

 

„პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი ადამიანის გარდაცვალებაზე სახელმწიფო ვალდებულია, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება, რომელიც საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს. სახალხო დამცველის აპარატი მზად არის, იყოს შუამავალი და მისაღები იქნება თუ პარლამენტი მიმდინარე სისხლის სამართლის მასალების გაცნობის უფლებამოსილებას მიანიჭებს, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება სიცოცხლის უფლების დაცვის და წამების აკრძალვის საკითხებს. ეს ბუნებრივია გაზრდის ჩვენ პასუხისმგებლობას, მაგრამ ამავდროულად საგამოძიებო ორგანოების ანგარიშვალდებულება გაიზრდება“, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

 

ომბუდსმენმა ისაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე და განაცხადა, რომ არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება და ამის მიზეზი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არ არსებობაა.

 

 

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ეფექტური გამოძიება თავიდანვე არ განხორციელდა. არ ჩატარდა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, პასუხისგებაში არ მიეცნენ პირები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად იყვნენ დაკავშირებულნი დანაშაულთან. მისასალმებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში, მაგრამ პასუხი გვაქვს გასაცემი არასრულყოფილი მართლმსაჯულების გამომწვევ მიზეზებზე. ჩემი მოსაზრებით, ამ პრობლემას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის - პროკურატურის არასრულყოფილი რეფორმა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არარსებობა და სასამართლო სისტემის ხარვეზები,“, განაცხადა სახალხო დამცველმა.

 

 

პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ნინო ლომჯარიამ მიუსამძიმრა სამუშაო ადგილებზე დაღუპულ და დაშავებულ პირთა ახლობლებს და აღნიშნა, რომ  შრომის უსაფრთხოების დარღვევასთან დაკავშირებით არ ტარდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა.

 

 

„შრომის უსაფრთხოება უდიდეს გამოწვევად რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი. გასული წელს, სამუშაო ადგილებზე მუშათა დაღუპვის მაღალი მაჩვენებელი და სულ რამდენიმე დღის წინ ტყიბულის მაღაროში დატრიალებული ტრაგედია, ისევე როგორც სხვა სამწუხარო შემთხვევები ადასტურებს არამხოლოდ ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად გამკაცრების, არამედ რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტურად აღსრულების აუცილებლობას. 

 


არაეფექტური კონტროლის მაჩვენებელია 2017 წელს შემოწმებული ობიექტების თაობაზე არსებული სტატისტიკური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დამსაქმებელთა თანხმობით შემოწმდა 169 კომპანიის 279 ობიექტი. განმეორებითი მონიტორინგი განხორციელდა მხოლოდ 33 ობიექტზე, რომლებზეც თავდაპირველი ინსპექტირების პროცესში გამოკვეთილი 504 დარღვევიდან მხოლოდ 99 გამოსწორდა. 

 


აქვე ხაზი გაუსვა, რომ სამწუხაროდ, შრომის უსაფრთხოების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით არ ტარდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს საგანგაშო მდგომარეობის შენარჩუნებას. შრომის უსაფრთხოების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს საერთო სასამართლოებში განხილული 90 საქმის ფარგლებში საქმეთა 72,2% (65 საქმე) არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმებით, ხოლო რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 3 შემთხვევაში განისაზღვრა. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა 500-დან 5000 ლარამდე მერყეობს“, განაცხდა ომბუდსმენმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი