პროკურატურაში განცხადება გაკეთდა ქუმსიშვილი-ალავიძის გამოკითხვასთან დაკავშირებით. პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, დიმიტრი ქუმსიშვილი საბიუჯეტო თანხების მითვისება - გაფლანგვასთან დაკავშირებით გამოიკითხა. ზურაბ ალავიძე კი, იმ საეჭვო შესყიდვებთან დაკავშირებით გამოიკითხა, რასაც მისი მინისტრობის დროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებდა.
„საქართველოს პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ეკონომიკის და მდგარდი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ამ შემთხვევაში გამოძიების ინტერესის საგანს წარმოადგენს, მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებში გამოვლენილი შესაძლო დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება - გაფლანგვა.
გამოკითხვაზე ასევე იმყოფებოდა მეორე მინისტრიც, ზურაბ ალავიძე. ამ შემთხვევაში გამოძიება სწავლობს იმ სახელმწიფო შესყიდვებს, რაც განხორციელდა ამ სამინისტროსთან დაკავშირებული საჯარო, იურიდიული პირების მხრიდან. ამ საქმეებზე, რომლებზეც ინტენსიურად მიმდინარეოებს გამოძიება გამოიკითხა და გამოიკითხება ყველა ის პიროვნება ვისაც რაიმე შემხებლობა აქვს ამ საქმეების მიმართ“, განაცხადა პროკურორმა, კოკა კაციტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.