ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა TV პირველის გადაცემა „რეაქციაში“ პროკურატურაში მის გამოკითხვასთან დაკავშირებით ისაუბრა. ქუმსიშვილის თქმით, არანაირ ტენდერებთან და შესყიდვებთან ის არ არის დაკავშირებული. პროკურატურაში კი იმ საკითხებზე სასაუბროდ დაიბარეს, რომლებიც მისი მინისტრობის დრო იქნა გადაგზავნილი. რაც შეეხება ადვოკატს, ყოფილი მინისტრის თქმით, ის მხოლოდ ფორმალობისთვის აიყვანა.
„მე მინდა ახლა დავუბრუნდე ერთ დეტალს, რომელიც ადვოკატს ეხება. მე ვფიქრობ, ადვოკატის ნაწილში, ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა და ადვოკატი არის ის პროფესია, რომელიც სწევს იურიდიულ სერვისებს, ამიტომ ჩავთვალე სწორედ რომ ამეყვანა, რადგან მე არ ვარ იურისტი, მე ვარ ეკონომისტი და ფინანსისტი. ასევე პროკურატურამ შემომთავაზა: 'ბატონო დიმიტრი, თქვენ არ გჭირდებათ ადვოკატი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მარტივი საქმე, თქვენ უნდა დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია ვიღაც სხვებზე და გარკვეულ საკითხებზე' - შესაბამისად ეს იყო უბრალო გამოკითხვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელს მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, ეს იყო ჩვეულებრივი გამოკითხვა, სადაც დავაფიქსირე ჩემი პოზიციები. პირდაპირ გეტყვით, რომ მე არ ვარ დაკავშირებულ არანაირ ტენდერებთან, არანაირ შესყიდვებთან და ამასთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა არანაირი საუბარი. მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ვერ ვასახელებ, ეს ის საკითხი იყო, რომელიც ჩვენ გადავაგზავნეთ პროკურატურაში და ასეთი საკითხები რა თქმა უნდა ხდება“, განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა „რეაქციაში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.