„ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ, 21 ივლისს, ქუთაისში წარადგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის წევრმა, სერგო რატიანმა განუცხადა.
რატიანი მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და დავით უსუფაშვილს შორის გამართულ კონსულტაციას გამოეხმაურა.
„რაც შეეხება ბატონ მარგველაშვილს, ვფიქრობ, რომ საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ, ბოლოს და ბოლოს, გაიგოს, თუ რას აპირებს ადამიანი, რომელიც 5 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პრეზიდენტი", განაცხადა სერგო რატიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.