უსუფაშვილი მარგველაშვილთან კონსულტაციის შემდეგ აცხადებს, რომ მზად არის, იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი, მარგველაშვილის პროცესში ჩართვის შემთხვევაში კი, სხვა კანდიდატურებსაც განიხილავს
20-07-2018, 15:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, „შენების მოძრაობის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გამართული კონსულტაცია იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, პოლიტიკურ ასპარეზზე მარგველაშვილ-უსუფაშვილის გუნდის შემოყვანა.

 

 

როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მზად არის, იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი, თუმცა, გიორგი მარგველაშვილის პროცესში ჩართვის შემთხვევაში, შესაძლებელია, გადაიხედოს კანდიდატურები და როლები.

 

 

„ამ საუბრის შემდეგ, მე ვარ ზომიერად ოპტიმისტურად განწყობილი იმის თაობაზე, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზზე ისეთი გუნდის შემოყვანას, რომელიც სჭირდება საქართველოს. თუმცა, გიორგის სჭირდება კიდევ გარკვეული დრო. ის არის აქტიური განსჯის ფაზაში.... მზად ვარ, ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი. თუ გიორგი იქნება ამ პროცესში ჩართული, მზად ვარ, განვიხილო სხვა ვარიანტებიც კანდიდატურის თუ როლების. თუ იქნება გიორგი, ეს იქნება გაცილებით უკეთესი პროექტი. თუ გიორგი რაიმე მიზეზის გამო გადაწყვეტს, რომ ვერ და არ მონაწილეობს ამ პროცესში, ჩვენ გავაგრძელებთ საქმეს", განაცხადა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი