„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სახელდება, რაც ორშაბათს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა, თუმცა ცქიტიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვისზეც მმართველ გუნდში, როგორც შესაძლო კანდიდატზე მსჯელობენ და პარტიის ლიდერების თქმით, საუბარი ასევე სხვა კანდიდატურებზეც მიდის და პოლიტიკური საბჭო გადაწყვეტილებამდე მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მივიდეს.
„საპრეზიდენტო კანდიდატურასათან დაკავშირებით არაერთხელ გაკეთდა უკვე კომენტარები. გუნდში იქნება კონსულტაციები და თქვენ გაიგებთ ამის თაობაზე, ისევე როგორც ჩვენი მოსახლეობა“, უთხრა ჟურნალისტებს მაია ცქიტიშვილმა და უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, იქნება თუ არა თავად „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი.
გიორგი ვოლსკიმ კი დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატი ეყოლება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.