ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუნდში რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი დასახელდა, ბიძინა ივანიშვილს კი არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არ აქვს
23-07-2018, 18:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციები კვირის ბოლომდე გაიმართება. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არ აქვს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

 


„სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახით ვმონაწილეობთ საპრეზიდენტო არჩევნებში, მას შემდეგ, რაც გაიმართება კონკრეტული კონსულტაციები, ამის შემდეგ შეგვეძლება კონკრეტული კომენტარის გაკეთების საშუალება. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩემი ინფორმაციით, მას თავად არ აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არის მისი პოზიცია, მისი დამოკიდებულება და ბუნებრივია, ჩვენ ვხელმძღვანელობთ მისი ამ პოზიციიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 


ჟურნალისტის კითხვის პასუხად, დაუჭერს თუ არა მმართველი გუნდი დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გუნდში განხილვა ჯერ არ ყოფილა.

 


„ეს როგორ გითხრათ, როდესაც განხილვა არ გვქონია ჯერ გუნდში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც შედგება ჩვენი განხილვა, იმის შემდეგ ვიტყვით კონკრეტულ რამეს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 


მისი თქმით, კანდიდატებთან დაკავშირებით, გუნდში ზოგადი მსჯელობა გაიმართა.

 


„კანდიდატებთან დაკავშირებით იყო ზოგადი მსჯელობა. რამდენიმე კანდიდატი დასახელდა გუნდში, როდესაც წარიმართა პირველადი კონსულტაციები. არის არაერთი კანდიდატი ჩვენს გუნდში, რომელსაც მარტივად შეუძლია არჩევნებში პირველივე ტურში გამარჯვება, ასეთი კანდიდატები ჩვენ გვყავს საკმარისად, თუმცა, უნდა დაველოდოთ კონსულტაციებს.

 


იყო არაერთი კანდიდატი დასახელებული. ერთ-ერთი იყო მაია ცქიტიშვილის, რომელიც იყო დასახელებული, არაერთი კანდიდატი დასახელდა, თუმცა, კიდევ ერთხელ, მთავარია საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ გუნდში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


რაც შეეხება კონსულტაციების ფორმატს, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის ფორმატში განიხილავენ.

 


როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მსჯელობის ერთერთ საკითხია უნდა იყოს თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი პარტიული სახე.

 


„ერთ-ერთი კონცეპტუალური საკითხი არის ზუსტად ეს ჩვენი პარტიის სახე უნდა იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი თუ არ უნდა იყოს. ეს კონცეპტუალური საკითხიც განიხილება, რა თქმა უნდა, ამ პროცესში. ამაზეც მივიღებთ, ბუნებრივია, პრინციპულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, რაც უფრო ცნობადია კანდიდატი, მით უფრო უკეთესია საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიისთვის, შესაბამისად, ბუნებრივია, პრიორიტეტი ცნობადობას მიენიჭება, თუმცა, აბსოლუტური კრიტერიუმი ეს ვერ იქნება“, განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 


მისივე შეფასებით, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევში, მმართველი გუნდის კანდიდატზე რამდენჯერმე ნაკლებ ხმას მიიღებს მოქმედი პრეზიდენტი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი