საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ის ამბობს, რომ ივანიშვილს დაავიწყდა იმის თქმა, რომ კვირიკაშვილი იყო ბანკი „ქართუს“ დირექტორი, ხოლო ქუმსიშვილი მოადგილე. სააკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ქუმსიშვილმა კი არ უნდა ირბინოს დაკითხვებზე, არამედ ივანიშვილმა, რადგან სწორედ მის ჯიბეში წავიდა ის ფულები რაც ქუმსიშვილმა უხადა „ქართუს“ ბიუჯეტიდან.
„მან ილაპარაკა ქუმსიშვილზე და კვირიკაშვილზე და დაავიწყდა თქმა, რომ კვირიკაშვილი იყო ბანკი „ქართუს“ დირექტორი, ხოლო ქუმსიშვილი არის დირექტორის მოადგილე ამ „ქართუ“ ბანკის და ეს ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, ახლა ქუმსიშვილს ადანაშაულებენ, რომ ფული გამოჰქონდა, კრედიტი და მერე სახელმწიფოს ახდევინებდა. ეს იყო „ქართუ“ ბანკის კრედიტი და თქვენი ჯიბეების ხარჯზე, ეს კრედიტი გაუსტუმრეს „ქართუ“ ბანკს, ე.ი. მოგება მიდის ივანიშვილის ჯიბეში და ქუმსიშვილს რომ ატარებენ დაკითხვებზე, კი მაგრამ ივანიშვილია მთავარი მოგების მიმღები და ახლა ივანიშვილი ლაპარაკობს ვინმეს გადაცდომებზე და დარღვევებზე?!“ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.