ბიძინა ივანიშვილი: კვირიკაშვილის წვლილი ეკონომიკურ ზრდაში მინიმალურია, მან ბალანსი დაარღვია სახელმწიფოსა და ბიზნესის ინტერესებს შორის
24-07-2018, 22:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში,  „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ბიძინა ივანიშვილი  აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მართვა აღარ შეეძლო  და მისი მეთოდები იყო არაეფექტური, რადგან ის გადაწყვეტილების შეთანხმებას მხოლოდ ალავიძესა და ქუმსიშვილთან ახერხებდა. ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კვირიკაშვილმა ბალანსი დაარღვია სახელმწიფოსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და ყოფილი პრემიერის  წვლილი ეკონომიკურ ზრდაში მინიმალურია.

 

 

„კვირიკაშვილს აღარ შეეძლო მართვა, ის მეთოდები რომელსაც კვირიკაშვილი იყენებდა არ იყო ეფექტური, უფრო გასაგებად, რომ ვთქვათ კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად მმართველობაში, მით უმეტეს პატარა ქვეყნის და ჩვენი გუნდის შემთხვევაში. პარლამენტი პრაქტიკულად ჩახსნილი იყო გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან. მთავრობაშიც მას ჰყავდა მეგობრები და ამაში ცუდი არაფერი არ არის პრინციპში, მაგრამ ის რომ, მთავრობაშიც ვერ ხერხდებოდა გარკვეული საკითხებზე მსჯელობას და შეჯერებას, ძირითადად ის ორ მინისტრთან ალავიძესა და ქუმისშვილთან ახერხებდა, როგორც ჩანდა, გადაწყვეტილებების შეთანხმებას და ზოგიერთი დაგვიანებული გადაწვეტილება, მყისიერად შემოდიოდა საზოგადოებაში და არ შეიმჩნეოდა გუნდის და პარლამენტის მზაობა, ეს პრობლემა გუნდზე აისახებოდა და სწორედ, ამიტომ  ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი. კვირიკაშვილის მართვის ეს  მეთოდი რომ გუნდს დაეტყო, რომ დაშლას იწყებდა, რამეთუ, მიზანი რისთვის იყო გუნდი მოწოდებული, მონაწილეობა მიეიღო ქვეყნის განვითარების პროცესში; შეხვედრის დროს მძიმე კითხვები დაესვა კვირიკაშვილს. იყო შემთხვევები, როდესაც ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის, არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავის ქმედებებით. რა თქმა უნდა, ლობირება ბიზნესის ეს აუცილებელია, ყველა ჩინოვნიკისგან, მე პირადად მონდომებული ვარ როგორც მოქალაქე, რომ მაქსიმალური ლობირება უნდა გავუწიოთ, როგორც შიგნით, ასევე ექსპორტზე.

 

 

ეკონომიკის ზრდის პროცესში კვირიკაშვილის წვლილი არ არის განსაკუთრებული, მაგრამ მასაც რაღაც წვლილი ჰქონდა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში გადასვლაში კვირიკაშვილს არანაირი წვლილი არ მიუძღვის, უფრო მეტსაც გეტყვით, თუ ვინმეს აქვს წვლილი ისევ ბახტაძე შემიძლია გავიხსენო - დღევანდელი პრემიერი, მაშინ როდესაც რკინიგზას კურირებდა და იმის შემდეგაც, როდესაც ფინანსთა მინისტრი გახდა, თუ ვინმეს აქვს ამაში წვლილი დავასახელებდი ბახტაძეს“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი