არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, ვფიქრობ, კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში
25-07-2018, 13:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და იმედი გამოხატა, რომ პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინდელ ინტერვიუში დაფიქსირებული პოზიციის შემდეგ, „კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში“.

 


თალაკვაძემ ამავე დროს აღნიშნა, რომ გუნდში არაერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია არჩევნების მოგება.

 


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურის ხილვა სურს, ივანიშვილს ამის ინტერესი არ გააჩნია.

 


უმრავლესობის ლიდერმა დაამატა, რომ ჯერჯერობით კანდიდატი არ არჩეულა და ამის შესახებ უახლოეს პერიოდში მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას.

 


„რამდენიმე დღეში  ჩვენი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით უკვე ცნობილი იქნება. როგორც გითხარით, გუნდში არაერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია არჩევნების მოგება, თუ ჩაერთვება საპრეზიდენტო კამპანიაში. შემიძლია გითხრათ გვარებიც. ესენია დავით სერგეენკო, სოზარ სუბარი, გიორგი კახიანი და, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში არის დიდი სურვილი, რომ თავად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღოს ამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა, ჩვენთვის ცნობილია მისი პოზიცია. მას არ აქვს სურვილი, რომ ეს არჩეული თანამდებობის დაიკავოს. იმ პოზიციის შემდეგ, რომელიც გუშინ პარტიის თავმჯდომარემ დააფიქსირა, ვფიქრობ, კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ჩვენი პოზიციის შესახებ უმოკლეს დროში გაცნობებთ“, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი