ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უმჯობესია „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაასახელოს
24-07-2018, 23:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უმჯობესია „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაასახელოს და რომელიმე ღირსეულ, დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. აღნიშნულის შესახებ ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.  

 

 

„მე პოზიცია მაქვს, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატურა. არ დავასახელოთ ელემენტარული მიზეზის გამო - რა თქმა უნდა, გუნდს ეს წაადგება და გუნდის წევრებს ეს მოსწონთ, მაგრამ ქვეყნისთვის, ჩემი აზრით და ქვეყნის დემოკრატიულობისათვის, განვითარებისთვის და სწრაფი განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ან დამოუკიდებელ კანდიდატს - სამწუხაროდ, პარტიებიდან ვერავის ვერ დავუჭერთ, რაც ვიცით, ჩვენ დღევანდელი პარტიების რაოდენობა - თუ ღირსეული, დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება, დავუჭიროთ, თუ არ იქნება ღირსეული კანდიდატი, არც არავის დავუჭიროთ და ოპოზიციამ წაიღოს და გაინაწილოს ეს ინსტიტუტი - ასეთ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებელსაც ვერ ვნახავთ. პოზიცია მარტივია ძალიან. დღეს გამგებლიდან დაწყებული პრემიერის ჩათვლით, მთელი ხელისუფლება ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“ და ამ ფონზე - და ისიც, რომ პარლამენტში ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში, რომ იცოდეთ. ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა. რაც ევროპას არ მოსწონს მხოლოდ, დემოკრატიულობისთვის და ჭეშმარიტი დემოკრატიულობისთვის დამახასიათებელია, სამწუხაროდ, ისევე როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისეთივე ღარიბია ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ესეც საჭიროებს განვითარებას და საჭიროებს აუცილებლად განვითარებას და ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ მუდამ ქართულმა ოცნებამ უნდა მართოს და ესე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ეკონომიკას, პარალელურად მასაც სჭირდება განვითარება და ხელშეწყობა - ამ ფონზე ქვეყნისთვის ჩემი აზრით, უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელოს. თუმცა ეს ხმები გამოდის და ოპოზიცია ამბობს, რომ ესენი გაკოტრებულები არიან და კაცი არ ჰყავთ რომ დაასახელონ, ეს სასაცილოა, რა თქმა უნდა. „ქართულ ოცნებას“ არა ჰყავს რეალურად, სამწუხაროდ არა ჰყავს, თუ გნებავთ,  რამეთუ მე „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდ პატივს ვცემ, პარტიასაც, დიდი წვლილი მაქვს, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ არის ჩემთვის ძირითადი, ძირითადი არის ქვეყანა და სახელმწიფო. სახელმწიფო განვითარებისათვის რა თქმა უნდა, უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ იყვნენ კიდევ უფრო ბევრი ძლიერი პარტიები, რომ საზოგადოებას ასარჩევი ჰქონდეს და იყოს კონკურენცია. სამწუხაროდ, დღეს ასეთი რეალობაა, როგორიც არის და ამ რეალობას ჩემი აზრით სწორედ ეს მოუხდებოდა“, განაცხადა ივანიშვილმა და დაამატა, რომ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება-არდასახელებაზე „მსჯელობა გრძელდება“. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი