ელენე ხოშტარია: „ახალი კონსტრუქციაა, ვითომ „ქართული ოცნების” კი არა, დამოუკიდებელი ან უპარტიო საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება“
25-07-2018, 14:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ "ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატ შესაძლოა არ დაასახელოსკომენტარი გააკეთა. ხოშტარიას თქმით, ივანიშვილს ახალი თამაში აქვს მოგონებული და ამის მიუხედავად, ოპოზიციამ უნდა მოინდომოს და ამომრჩევლის მაქსიმალური რაოდენობა მიიყვანოს საარჩევნო ყუთებთან.

 

 

„რაღაც ახალი კონსტრუქციაა, ვითომ „ქართული ოცნების” კი არა, დამოუკიდებელი ან უპარტიო საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება. რაღაც ახალი თამაში აქვს მოგონებული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავარია, ვინც აწყობს, რა სახით და რა ნომრითაც არ უნდა იყოს, ივანიშვილი ეცდება, თავისი კანდიდატი კიდევ ერთი ფასადით შემოგვთავაზოს. დღეს პარტიის თავმჯდომარე, გუშინ მოქალაქე მილიარდერი აკონტროლებს ქვეყნის მართვას და აბსოლუტურად არაფრის მიმართ ანგარიშვალდებული არ არის. ეს დამოკიდებულება, მათ შორის ახალი საპრეზიდენტო თამაშის მოგონებისას, არის სწორედ პრობლემა. ამიტომ, ოპოზიცია ყველაზე მეტად უნდა ვკონცენტრირდეთ საპროტესტო ამომრჩეველზე. უნდა ვიყოთ ძლიერები და ისინი მივიყვანოთ მაქსიმალურად საარჩევნო უბნებზე. ხალხის უმრავლესობა უკმაყოფილოა და ამის მობილიზება უნდა მოვახდინოთ, მოუხედავად იმისა, ბიძინა ივანიშვილი ამჯერად რა თამაშს ჩაიფიქრებს“, განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი